მსოფლიო
ობამა რუსეთის მიმართ რბილ პოლიტიკას აწარმოებდა- დონალდ ტრამპი
ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ მისი წინამორბედი ბარაქ ობამა, რუსეთის მიმართ რბილ პოლიტიკას აწარმოებდა.
ამის შესახებ ტრამპმა დაახლოებით ერთი საათის წინ, Twitter-ის პირად გვერდზე დაწერა.
„ყირიმი რუსეთმა ობამას ადმინისტრაციის დროს მიიერთა. იყო თუ არა ობამა ზედმეტად რბილი რუსეთის მიმართ?“,-დაწერა ამერიკის პირველმა პირმა.
დღესვე, რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა, თეთრი სახლის პრეს-მდივნის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, დონალდ ტრამპი მოსკოვისგან ყირიმის დაბრუნებას ელოდება.
დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლი ამ საკითხსზე არავისთან საუბარს არ აპირებს, რადგან „რუსეთი უცხოელ პარტნიორებთან საკუთარ ტერიტორიებზე არ საუბრობს“.
მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


