კომენტარი
ნუგზარ ჭონქაძე არის კარგი თამადა - კახა კალაძე საკრებულოს ოპოზიციას პასუხობს
თბილისის მერმა საკრებულოს ოპოზიციის მოთხოვნას უპასუხა, რომელიც უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდეობაზე წარდგენილი ნუგზარ ჭონქაძის კანდიდატურის შეცვლას ითხოვს.
კალაძის თქმით, იგი ჭონქაძის კანდიდატურის შეცვლას არ აპირებს.
„ნუგზარ ჭონქაძეს მინდა წარმატებები ვუსურვო. უსაფრთხოების სამსახური ძალიან მნიშვნელოვანი სამსახურია და დარწმუნებული ვარ, რომ ის გაართმევს თავს ამ დაკისრებულ ვალდებულებას“,- აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
კითხვაზე, ანუ არ აპირებთ მისი კანდიდატურის გადახედვას? კალაძე კითხვითვე პასუხობს „რატომ?“.
„რა დააშავა ადამიანმა? რა წარსული აქ ამ ადამიანს?! წლების განმავლობაში მუშაობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, წლების განმავლობაში მუშაობდა საფინანსო პოლიციაში, წლების განმავლობაში იყო „პროგრეს ბანკის“ უსაფრთხოების ხელმძღვანელი. სხვა რომელ წარსულზე მელაპარაკებით? არის ჩოხოსანი, არის კარგი თამადა“,-აღნიშნა კალაძემ.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ ნუგზარ ჭონქაძის კანდიდატურას ეწინააღმდეგება, რადგან მათი თქმით, იგი ქსენოფობიური და ჰომობიური განცხადებებით გამოირჩევა, გარდა ამისა, მათი თქმით, ჭონქაძე ოპოზიციურ პარტიების და პირველ რიგში „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ არის აგრესიულად განწყობილი.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


