კომენტარი
ნუ დახუჭავთ თვალს ნარკოტიკების ჩადებაზე - ელენე ხოშტარია
საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრის ელენე ხოშტარიას განცხადებით, პოლიცია გადასულია პატიოსანი მოქალაქეების ტერორზე და ნარკოშემოწმებაზე იძულებით გადაყვანაზე.
როგორც ხოშტარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, ხელისუფლაბამ ჩათვალა, რომ წარსულის შეცდომებსა და გაკვეთილებზე არ უნდა ისწავლოს.
„პოლიცია არის გადასული პირდაპირ თავისუფალი, წესიერი, პატიოსანი მოქალაქეების ტერორზე, ჩხრეკვაზე იძლებით გადაყვანაზე ნარკოშემოწმებისთვის და ასევე ნარკოტიკების ჩადებაზე. მეგობრებო, თქვენ მოხვედით ხელისუფლებაში ლიბერალიზაციის და სამართლიანობის ლოზუნგით და ყველა ამ მიმართულებით თქვენ ჩათვალეთ, რომ უნდა შეიქმნათ კომფორტის ზონა, ძალაუფლებით ტკბობის სივრცე და არ ისწავლოთ არც ერთ შეცდომაზე, არც ერთ გაკვეთილზე წარსულიდან“. - მიმართა ელენე ხოშტარიამ უმრავლესობას.
ხოშტარია მოუწოდებს საპარლმაენტო უმრავლესობის წევრებს, არ ჩაიკეტონ საკანონმდებლო ორგანოში და არ დახუჭონ თვალი უსამართლობებზე.
„და როგორც დეპუტატები, რომლებიც ვალდებული ხართ ხალხის და არა ბიძინა ივანიშვილის წინაშე, გაეცით პასუხები რეპრესიული პოლიტიკის შესახებ“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


