კომენტარი
ნორმალური პარლამენტი რომ გვქონდეს უკვე გადაყენებული იქნებოდა მთავრობა - გრიგოლ ვაშაძე
გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ მიმდინარეობს პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინება.
აღნიშნული განცხადება ვაშაძემ პრემიერ-მინისტრის მიერ მთავრობის საგანგებო სხდომის მოწვევაზე უარის თქმასთან დაკავშირებით გააკეთა.
“როდესაც ქვეყანას, ჩვენს სახელმწიფოს, ან უფრო სწორად იმისგან, რაც დარჩა სახელმწიფოსგან, არაფორმალური არაკანონიერი შეიარაღებული კრიმინალური ბანდფორმირებები მმართველობენ, რა გასაკვირია, რომ ისინი ცდილობენ, სახელმწიფოს ყველა ინსტიტუციის დაკნინებას, მათ შორის პრეზიდენტის ოფისის დაკნინებას, რომელსაც უმაღლესი სამართლებრივი ლეგიტიმაცია აქვს ქართველი ხალხისგან. კონსტიტუაცია არის პირდაპირ დარღვეული, ლოგიკური საფუძველი არის იმისა, რომ ეს მთავრობა გადადგეს თავის პრემიერ-მინისტრიანად, იმიტომ, რომ მათთვის უკვე აღარც კანონი, აღარც კონსტიტუცია, აღარც სახელმწიფო, აღარც პრეზიდენტის ოფისი და აღარც მოქალაქის პატივისცემა აღარ არსებობს, ჩვენ რომ ნორმალური პარლამენტი გვქონდეს, სადაც თითებზე ჩამოსათვლელი ოპოზიციონერების გარდა კიდევ იქნებოდა მტკიცედ ოპოზიციური ძალები, ამ პარლამენტში უკვე გამოძიება იქნებოდა ამ საკითხზე დაწყებული და უვე გადაყენებული იქნებოდა მთავრობა“, - აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.
ცნობისთვის, პრეზიდენტის შეთავაზება პრემიერ-მინისტრს საგანგებო სხდომის მოწვევის შესახებ, სადაც განხილული იქნება ქვეყანაშ არსებული პრობლემები - პრეზიდენტის ინიციატივას უარყოფითი პასუხი გასცა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრი მთავრობის საგანგებო სხდომას არ ნიშნავს.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


