კომენტარი
ნინო ლომჯარიამდე საქართველოს უკეთესი სახალხო დამცველები ჰყავდა - გიორგი ვაშაძე
ნინო ლომჯარიამდე საქართველოს უკეთესი სახალხო დამცველები ჰყავდა, - განუცხადა ჟურნალისტებს გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
მისი შეფასებით, ნინო ლომჯარიას ერთი და იგივე ბელეტრისტიკა ახასიათებს და ამის მაგალითია არჩევნებთან დაკავშირებული განცხადება, რომ ორივე მხარის მხრიდან იყო დარღვევები.
"ნინო ლომჯარიამდე საქართველოს უკეთესი სახალხო დამცველები ჰყავდა. თუნდაც იგივე ნანუაშვილი, რომლისგანაც არ ველოდი, რომ ასეთი ძლიერი სახალხო დამცველი იქნებოდა. იგი მკაფიოდ და მყისიერად აფიქსირებდა საკუთარ მოსაზრებებს და თავად ერთვებოდა პრობლემების გადაწყვეტაში. დღეს შეგვისუსტდა ეს ინსტიტუტი. გავეცნობი სახალხო დამცველის ანგარიშს, თუმცა ზოგადად, ამ ქალბატონს ახასიათებს ისეთი განცხადებები, რომ ორივე მხარის მხრიდან იყო დარღვევები არჩევნებში. უკაცრავად რა, მასობრივი მოსყიდვა და ადამიანის ნების გამოხატვაზე მასობრივი ზეგავლენა იყო ამ არჩევნებზე. რა არის სახალხო დამცველი გარდა იმისა, რომ ასეთ დარღვევებზე საუბრობდეს? - რა ორი მხარე, რის ორივე მხარე?! ჩვენ ვახდენდით ზეგავლენას და ჩვენ ვიდექით საარჩევნო უბნებთან, სადაც აიძულებდნენ ადამიანებს შემოეხაზათ თავისი კანდიდატი?! ერთი და იგივე ბელეტრისტიკა ახასიათებს ამ ქალს", განაცხადა ვაშაძემ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


