კომენტარი
ნინო გვენეტაძე გადადგომას არ აპირებს - იან კელი
საქართველოში ამერიკის ელჩის იან კელის ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ვადაზე ადრე თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.
ამის შესახებ იან კელიმ ნინო გვენეტაძესთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. შეხვედრა უზენაეს სასამართლოში დახურულ კარს მიღმა გაიმართა.
ელჩის განმარტებით, შეხვედრაზე განხილული იქნა მედიაში ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია გვენეტაძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ.
„ეს საკითხი ზოგადად განვიხილეთ იმ განცხადებების ფონზე, რაც ბოლო დროს გაკეთდა. მან განაცხადა, რომ არ აპირებს გადადგომას. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ მას განახორციელოს თავისი საქმიანობა.
ჩვენ ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძესთან. ვისაუბრეთ კანონის უზენაესობის საკითხებზე და საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის შესახებ. როგორც ადრე ხშირად განმიცხადებია, ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა არის ფუნდამენტური ნაწილი ძლიერი დემოკრატიის. ამიტომ ჩვენ გვჯერა, იმისთვის, რომ მიღწეულ იქნას ეს საერთო მიზნები და ამოცანები, აუცილებელია ძლიერი ხელმძღვანელობა და ჩვენ მხარს ვუჭერთ სასამართლოს თავმჯდომარეს“,-აღნიშნა იან კელიმ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


