კომენტარი
ნინო ბურჯანაძე „იბერიაზე“ : საზოგადოება სასწრაფოდ უნდა დადგეს ფეხზე ყველა ტელევიზიის დასაცავად
ვთვლი, რომ საზოგადოება ყველა ტელევიზიის დასაცავად სასწრაფოდ უნდა დადგეს ფეხზე, იმის მიუხედავად, მოგწონს თუ არა ეს ტელევიზია, ვინაიდან, ბიძინა ივანიშვილს საშუალება არ მიეცეს, უკვე მედისაშუალებებითაც გადაუკეტოს ადამიანებს ინფორმაციის მიიღების შესაძლებლობა, - განუცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბუჯანაძემ ჟურნალისტებს, რითაც ტელეკომპანია „იბერიაში“ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
„ამის უკან დგას ხელისუფლება, რომელსაც სურს, რომ ქვეყანაში, აბსოლუტურად ყველაფრის სრული მონოპოლიზაცია მოახდინოს. მას უნდა, რომ ხელში ჰქონდეს საპრეზიდენტო ინსტიტუტი, პარლამენტი, მთავრობა, მედია, სასამართლო და პროკურატურა. ამის თაობაზე ვაფრთხილებდი როგორც საზოგადოებას, ასევე ყველა მედიასაშუალებას. ვამბობდი, რომ აუცილებლად მოვა ყველა იმ მედიასაშუალების დრო, რომელიც მეტ-ნაკლებად დამოუკიდებლად მაუწყებლობს. ასე, რომ ჩემთვის ეს ინფორმაცია გასაკვირი ნამდვილად არ არის. ვთვლი, რომ საზოგადოება ყველა ტელევიზიის დასაცავად სასწრაფოდ უნდა დადგეს ფეხზე, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა ეს ტელევიზია. ფეხზე უნდა დადგეს იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილს საშუალება არ მიეცეს, უკვე მედისაშუალებებითაც გადაუკეტოს ადამიანებს ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა. ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ძალიან დიდი ნაბიჯებით მიდიან იმ გზით, რა გზაზეც იდგა „ნაციონალური მოძრაობა“ და დაამთავრებენ ზუსტად ისე, როგორც დაამთავრა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


