კომენტარი
ნინო ბურჯაძეს აქვს პოლიტიკანობისა და თაღლითობის 30 წლიანი სტაჟი - თაკო ჩარკვიანი
პოლიტიკოსები გვეუბნებიან, რომ პოლიტიკოსობის დიდი სტაჟი აქვთ, ტყუილია! მათ აქვთ პოლიტიკანობისა და თაღლითობის 30 წლიანი სტაჟი. ვგულისხმობ ბურჯანაძეს. ეს გუშინდელი დღეა! ახალგაზრდა თაობა უნდა მოვიდეს, რომელსაც კარგი განათლება აქვს, არ არის რადიკალური და არ მოუპარავს ხალხის ფული. ბურჯანაძე გუშინდელი დღეა", - ასე გამოეხმაურა პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში, "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებას, სადაც, პოლიტიკოსმა ჩარკვიანის შეფასებასთან დაკავშირებით თქვა, რომ მანიაკალურ-შიზოფრენიულ განცხადებებს ვერ უპასუხებს.
მანამდე გადაცემა "თავისუფალ სივრცეში" თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ 3 თვის წინ ნინო ბურჯანაძე ვლადიმირ პუტინს საქართველოში ჯარის შემოყვანას სთხოვდა.
"იბერიას" წამყვანმა სტუდიაში პირდაპირი ჩართვისას ბურჯანაძეს ჩარკვიანის მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტარირება სთხოვა. აღნიშნულის პასუხად ბურჯანაძემ თქვა, რომ სამედიცინო დიაგნოზს ვერ დასვამს.
"პუტინმა დაურეკა ქალბატონ ჩარკვიანს და მან უთხრა ამის თაობაზე?! ძალიან ვწუხვარ ამას რომ ვამბობ, მაგრამ მე სამედიცინო დიაგნოზებს ვერ დავსვამ. მანიაკალურ-შიზოფრენიულ განცხადებებს ნამდვილად ვერ ვუპასუხებ, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს! თქვენ სერიოზულად მთხოვთ პასუხს ამ განცხადებაზე?!" - განაცხადა ბურჯანაძემ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


