კომენტარი
ნიკა მელიას ფუნქციაა, პარლამენტში პროვოკაციისთვის იაროს - მამუკა მდინარაძე
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, ოპოზიციონერი დეპუტატის ნიკა მელიას ფუნქციაა, პარლამენტში პროვოკაციისთვის იაროს, რადგან სადეპუტატო უფლებამოსილებას არ ასრულებს.
მამუკა მდინარაძე დღეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საზოგადოება პარადოქსულ პოლიტიკურ რეალობაში ცხოვრობს.
„ნიკა მელია მოძალადესა და კრიმინალს ირაკლი კობახიძეს უწოდებს, „ნაციონალური მოძრაობა“ ძალადობაზე საუბრობს და ხელს „ქართული ოცნებისკენ“ იშვერს. ნიკა მელია 45 სხდომიდან ორ სხდომას დაესწრო, სადაც პარტიიდან მინიჭებული უფლებამოსილებით იყო მოსული, რომ პროვოკაცია მოეწყო, პარლამენტისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინა, რამენაირად ხელი მოხვედროდა და რომელიმე დეპუტატი პროვოკაციაზე წამოეგო. ამასაც კი ახერხებს ხოლმე მაშინ, როცა ვცდილობთ, მის პროვოკაციას მოთმინებით შევხვდეთ. ნიკა მელიას ფუნქციაა, პარლამენტში პროვოკაციისთვის იაროს, რადგან სადეპუტატო უფლებამოსილებას არ ასრულებს“, – განაცხადა მდინარაძემ.
საქართველოს პარლამენტში ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ნიკა მელია და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ირმა ინაშვილი დაუპირისპირდნენ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


