კომენტარი
ნიკა მელია არ დაეთანხმა ბრალს, არ აპირებს სასამართლო პროცესზე დასწრებას - ადვოკატი
„კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა მელია ახალ ბრალს არ ეთანხმება და ადვოკატ გიორგი კონდახაშვილის თქმით, ეს დღეს გამომძიებლებთანაც დააფიქსირა.
„საპროტესტო აქციები ამ ქვეყანაში გამოცხადდა საბოტაჟად. ანუ ის ასითასობით ადამიანი, ვინც იღებდა მონაწილეობას საპროტესტო აქციებში, აღნიშნული პროტესტის მხარდაჭერა და აღნიშნულ პროტესტში მონაწილეობა, აღნიშნული ბრალდებით ფაქტობრივად შეფასდა, როგორც ქვეყნის შესუსტების მცდელობად და ქვეყნის საბოტაჟად. ეს აბსურდული ბრალია.
მტკიცებულებები ჩვენ არ გადმოგვცემია, თუმცა ძირითადად არის საუბარი კონკრეტული მითითების გარეშე მოწმეების გამოკითხვის ოქმებზე, სატელევიზიოდ გაკეთებულ საჯარო განცხადებებზე და ასევე გარკვეული ჩანაწერებია, რომელიც ჯერჯერობით ჩვენთვის ცნობილი არ არის. ნიკას შეფასება არის, რომ მისთვის ღიმილისმომგვრელია, რა თქმა უნდა, არ ეთანხმება, თუმცა ეს არის არის მისთვის პირველი აბსურდული ბრალი. რა თქმა უნდა ჩვენ გავეცანით, არ დაეთანხმა ბრალს, არ აპირებს სასამართლო პროცესზე დასწრებას", - აცხადებს გიორგი კონდახაშვილი.
ცნობისთვის - მთავარმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


