მსოფლიო
ნეთანიაჰუ უგუნური, აგრესიული და უკანონო ქმედებებით ცდილობს, რეგიონი და მსოფლიო კატასტროფაში ჩაითრიოს - რეჯეფ თაიფ ერდოღანი
ისრაელის თავდასხმები ჩვენს მეზობელ ირანზე აშკარა პროვოკაციაა, რომელიც საერთაშორისო სამართალს უგულებელყოფს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს თავდასხმები, რომლებიც იმ დროს ხორციელდება, როდესაც ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ღაზის სექტორში ქმედებების წინააღმდეგ საერთაშორისო ზეწოლა იზრდება, ისრაელის წესების დამრღვევ მენტალიტეტზე მიუთითებს.
„ნეთანიაჰუს ადმინისტრაცია თავისი უგუნური, აგრესიული და უკანონო ქმედებებით ცდილობს, ჩვენი რეგიონი და მთელი მსოფლიო კატასტროფაში ჩაითრიოს. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არ გვინდა ახლო აღმოსავლეთში მეტი სისხლის, ნგრევისა და კონფლიქტის ხილვა. ვგმობთ ჩვენი მეზობელი ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ საზარელ თავდასხმებს“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


