კომენტარი
ნებისმიერი პირი, რომელიც მხილებული იქნება კორუფციაში კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს - გიორგი ალიბეგაშვილი
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის შეფასებით, ნებისმიერი პირი, რომელიც მხილებულია კორუფციაში, კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს.
ამის შესახებ ალიბეგაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში, ოთარ აბესაძის ქრთამის აღების ბრალდებით დაკავების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
„ნებისმიერი პირი, რომელიც მხილებული იქნება კორუფციაში კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს. ჩვენ არასოდეს არ ვყოფდით, არ ვყოფთ და არც არასოდეს არ დავყოფთ საზოგადოებას მხარდამჭერებად და ოპონენტებად. ყველა თანასწორი არის კანონის წინაშე. როდესაც ადამიანი კანონის წინაშე დააშავებს, ის ვალდებულია სახელმწიფოს წინაშე აგოს პასუხი“,-აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ.
თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე გუშინ, ქრთამის სახით 3 ათასი ლარის აღების ფაქტზე დააკავეს.
გამოძიება 338 მუხლით მიმდინარეობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას ევქსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


