კომენტარი
ნდობის ჯგუფში ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი იქნება წარდგენილი
პარლმენტის თავდაცვისა და უშიშიროების კომიტეტის ნდობის ჯგუფში, „პარტიოტთა ალიანსიდან“, ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი იქნება წარდგენილი.
„ჩვენი ფრაქცია შეჯერდა და გადაწყვიტეს, რომ მე დამასახელონ ნდობის ჯგუფში. მზად არის უკვე წარდგინება და ჩვენ წარვადგენთ ჩვენს კანდიდატურას. თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მონაწილოება ნდობის ჯგუფში“,-აღნიშნა ინაშვილმა.
მისი თქმით, გაისმა მოსაზრება, რომ ნდობის ჯგუფში შემავალ კანდიდატებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შეამოწმებს.
„დღეს მე მოვისმინე სხვადასხვა შეფასებები და გაისმა ისეთი მოსაზრებაც, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უნდა შეისწავლოს ყველა კანდიდატის კონტაქტები, ბიოგრაფია და ასე შემდეგ, რამდენად სანდოა ესა თუ ის კანდიდატი მონაწილეობდეს ნდობის ჯგუფში. მივესალმები ამას. მზად ვარ, შემისწავლოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, და ისედაც შესწავლილი ვყავართ, ამაში ეჭვი არ მეპარება. მაგრამ, შეისწავლონ ასევე, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატების კონტაქტები, მათი გადაადგილება, კონტაქტები რუსეთთან მათ შორის და მერე გაირკევვა ვინ არის რუსეთის აგენტი, და ვინ არ არის რუსეთის აგენტი“,-აღნიშნა ინაშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


