კომენტარი
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვიტა იაფფასიანი მეთოდებით შეუტიოს კახა კალაძეს - ეკა ბესელია
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმდჯდომარემ, ეკა ბესელიამ რომან გაცირიძის მოთხოვნა, კახა კალაძისა და „გაზპრომის“ მიერ დადებულ ხელშეკრულებაზე გამოძიება დაიწყოს, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატზე შეტევად შეაფასა.
ბესელიამ ასევე შეახსენა გოცირიძეს, რომ პარლამენტი წინასაარჩევნო რეჟიმში გადავიდა და პლენარული სხდომები ერთი თვის განმავლობაში არ ჩატარდება.
„უპირველეს ყოვლისა, „ნაციონალურ მოძრაობას“ შევახსენებ, რომ გადაიკითხონ პარლამენტის რეგლამენტი, სადაც აუცილებლად იპოვიან მუხლს, რომ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, როგორც წესი, პარლამენტის სხდომები არ ტარდება. ეს წესი ყოველთვის, ყველა არჩევნების წინ მოქმედებდა და ამ წესს პარლამენტი იცავდა. საჭიროების შემთხვევაში, პარლამენტმა შეიძლება, რიგგარეშე სხდომები ჩაატაროს.
რაც შეეხება უშუალოდ თემას, არსი მდგომარეობს იმაში, რომ კახი კალაძე „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არის ყველაზე დიდი სამიზნე - გასაგებია რატომაც, ის არის თბილისის მერობის ყველაზე ძლიერი და რეალური კანდიდატი, რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებს არჩევნებში. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს იცის და გადაწყვიტა, იაფფასიანი მეთოდებით მიიტანოს შეტევა ჩვენს კანდიდატზე“, - განაცხადა ბესელიამ.
მან აღნიშნა, რომ „გაზპრომთან“ დადებულ ხელშეკრულებაზე კახა კალაძემ ყველა კითხვას გასცა პასუხი.
შეგახსენებთ, ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა პარლამენტის სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა, რომელიც კალაძისა და „გაზპრომის“ საკითხს განიხილავს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


