კომენტარი
`ნაციონალური მოძრაობის` უტიფარი წევრები ცდილობენ ამ ოჯახის ტრაგედია ვიწროპარტიული ინტერესებისთვის გამოიყენონ - კახა კალაძე
გულდასაწყვეტია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" უტიფარი წევრები ცდილობენ ამ ოჯახის ტრაგედია თავისი ვიწროპარტიული ინტერესებისთვის გამოიყენონ, - განაცხადა თბილისი მერმა, კახა კალაძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობაზე საუბრისას და აღნიშნა, რომ მას ესმის მოკლული მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის.
"თან არჩევნები ახლოვდება და ამ თემის გამოყენებას ცდილობენ. მათ მორალური უფლება არ აქვთ ამ ყველაფერზე ილაპარაკონ. ძალიან ცუდია ის რაც მოხდა, ნამდვილად გულდასაწყვეტია. გულდასაწყვეტია ისიც, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები უტიფრად იყენებენ ამ ოჯახის მწუხარებას, ტკივილს და უნდათ, რომ თავიანთი ვიწროპარტიული ინტერესებისთვის გამოიყენონ, თუმცა, ჩვენ, საზოგადოებამ არ უნდა მივცეთ ამის უფლება და შესაძლებლობა. რაც შეეხება საქმის გამოძიებას, მიმდინარეობს და საზოგადოებაში თუ არის კითხვის ნიშნები, ამ კითხვებს აბსოლუტურად ამომწურავი პასუხი გაეცემა პროკურატურის მხრიდან. თუ იყო გაურკვევლობა კომუნიკაციის თვალსაზრისით, ესეც გამოსწორებადია. უბრალოდ, "ნაციონალურ მოძრაობას" ნამდვილად არა აქვს უფლება ისაუბროს ასეთ სენსიტიურ საკითხებზე. ესენი არიან რეჟიმის წარმომადგენლები, რომლის სახელზე არის გირგვლიანის მკვლელობა, რობაქიძე და აღარ გავაგრძელებ, არ მინდა წარსულზე საუბარი. ყველამ იცის წლების განმავლობაში რა დამოკიდებულება და მიდგომები იყო",- განაცხადა კალაძემ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


