კომენტარი
ნაციონალური მოძრაობის კვოტით ადამიანის უფლებთა კომიტეტში გიორგი ტუღუში იქნება წარმოდგენილი
პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტში, ნაციონალური მოძრაობის კვოტით, გიორგი ტუღუში იქნება წარდგენილი.
ამის შესახებ მედიას ნაციონალური მოძრაობის წევრმა ელენე ხოშტარიამ განუცხადა.
„ჩვენ კომიტეტში მოადგილედ წარვადგენთ ძალიან გამოცდილ, საერთაშორისო გამოცდილების და აღიარების მქონე გიორგი ტუღუშს. ეს ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომიტეტია, იმიტომ, რომ სწორედ ადამიანის უფლებები და მათი დარღვევა არის ერთ-ერთ მთავარი გამოწვევა. სამწუხაროდ, წინა ოთხი წლის განმავლობაში ეს კომიტეტი იყო დაკავებული „ქართული ოცნების“ ამოცანების შესრულებით და არა ადამიანების უფლებების დაცვით. მათ ეს ესმოდათ ვიწრო პარტიული თვალსაზრისითაც. ცხადია, ჩვენ ძალიან აქტიურობას ვაპირებთ“,-აღნიშნა ხოშტარიამ.
პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განმარტებით კი, ოპოზიციას ყველა კომიტეტში ერთი კვოტა ექნება.
მისი თქმით, 15-დან 12 კომიტეტში წარმოდგენილი იქნება ნაციონალური მოძრაობა, ხოლო სამ კომიტეტში „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატები.
მონიკა დვალიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


