კომენტარი
„ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება შესაბამისი იყო - თამარ ჩუგოშვილი
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება შესაბამისი იყო.
მისივე თქმით, გუშინ აქციის მონაწილეები კანონის ელემენტარული მოთხოვნიდან გავიდნენ.
„აქციის მონაწილეები გავიდნენ კანონის მოთხოვნიდან და რა თქმა უნდა, რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან იყო შესაბამისი. მშვიდობიან პროტესტს არავინ არ უზღუდავს არავის ამ ქვეყანაში დიდი ხანია, მაგრამ აქციის მონაწილეებმა კანონის ელემენტარული მოთხოვნები უნდა დაიცვან“,-განმარტა ჩუგოშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის საკრებულოს მიერ 29 სექტემებერს მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებდა,რომლის მიხედვით, სოლოლაკის ქედისა და თავისუფლების მოედნის მახლობლად მდებარე მიწის ნაკვეთისათვის ლანდშაფტური ზონის სტატუსის შეცვლა მოხდა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


