კომენტარი
ნაციონალური მოძრაობის 20 იანვრის ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარის არჩევა არ მოხდება
პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მეშვიდე ყრილობაზე, რომელიც სპორტის სასახლეში 20 იანვარს გაიმართება, პარტიის თავმჯდომარის არჩევა არ მოხდება.
როგორც პარტიის წევრმა ნინო კალანდაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, ყრილობის საორგანიზაციო საკითხები დასკვნით ფაზაშია შესული.
„ამ წუთისთვის რეგისტრირებულია, 7 136 დელეგატი. ძირითადი ყურადღება დაეთმობა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური ლიდერების გამოსვლებს. თქვენ მოისმენთ საორგანიზაციო კომისიის საქმიანობის შეფასებას, რომელსაც ყრილობა ცნობად მიიღებს. რაც მთავარია, ყრილობაზე არჩეული იქნება ახალი მმართველი ორგანოები, ახალი პოლიტიკური საბჭო, ამ საბჭოს შექმნის წესი და ასევე პოლიტიკური საბჭოს ახალი თავმჯდომარე. მთავარი აქვენტები ბუნებრივია გაკეთდება იმაზე, თუ რა სამომავლო სტრატეგიას დასახავს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რა გეგმები ექნება და როგორ აპირებს ის გაუმკლავდეს მომავალში ოლიგარქიულ მმართველობას, დაამარცხოს სიღარიბე და უმუშევრობა და დააბრუნოს ქვეყანა განვითარებისა და აღმშენებლობის გზას“,-აღნიშნა კალანდაძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


