კომენტარი
„ნაციონალური მოძრაობა“ ცესკო-ს მიერ ხელმოწერილ შემაჯამებელ ოქმებს სასამართლოში გაასაჩივრებს
„ნაციონალური მოძრაობა“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, გუშინ ხელმოწერილ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თბილისის შემაჯამებელ ოქმებს სასამართლოში გაასაჩივრებს.
ამის შესახებ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ოქმები ამომრჩევლის ნებას არ ასახავს, ვინაიდან ეს არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი.
„არჩევნების დღეს მასიური ხასიათი ქონდა ისეთ დარღვვებს, რომლებმაც არსებითი გავლენა იქონია არჩევნების შედეგებზე.
მასიური ხასიათი ქონდა ამომრჩევლის ნების კონტროლს, რაც არის „ქართული ოცნების“ „ნოუჰაუ“, უპრეცედენტო მასშტაბით იყო ადმინისტრაციული რესურის გამოყენება, გრძელდებოდა კარუსელების პრაქტიკა, იყო მოსყიდვა, იყო დაშინება, ოქმების შეცვლა და არა ერთ ისეთი ფაქტი, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ ეს არჩევნები იყო სპეცოპერაცია.
შესაბამისად ჩვენ ვაცხადებთ, რომ დღეს კანონით დადგენილ ვადაში, ჩვენ ვასაჩიბვრებთ ცესკო-ს მიერ გუშინ ხელმოწერილ შემაჯამებელ ოქმებს და მოვითხოვთ სასამართლოში ამ ოქმების ბათილობას.
ამასთანავე, ჩვენი ინფორმაციით, პრაქტიკულად ყველა სხვა დანარჩენი ოპოზიციური პარტია იზიარებს ამ შეფასებას, იზიარებს იმას,რომ წიასაარჩევნო გარემო არ იყო თავისუფალი და კონკურენტული, არჩევნების დღე კი ხასიათდებოდა მასიური და ფუნდამენტური დარღვევბით. ჩვენ ამ პარტიებთან მუდმივ კომუნიკაციაში ვიმყოფებით, ვთანამშრომლობთ მათთან და გავაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას“,-აღნიშნა ბიბილაშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


