კომენტარი
ნაციონალური მოძრაობა პარლამენტსა და საზოგადოებაში არ და ვერ ასრულებს საჭირო ოპოზიციის როლს - დავით უსუფაშვილი
საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა პარლამენტსა და საზოგადოებაში არ და ვერ ასრულებს საჭირო ოპოზიციის როლს.
ამის შესახებ უსუფაშვილმა დღეს შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.
„პარლამენტში შეიქმნა ვითარება, სადაც საკონსტიტუციო უმარვლესობა აქვს ერთ ძალას, ხოლო მეორე ძალა -ნაციონალური მოძრაობის სახით კი, არის ოპოზიციური ძალა. ის არ და ვერ ასრულებს პარლამენტში, საზოგადოებაში საჭირო ოპოზიციის როლს. ვინაიდან სახელისუფლებო ძალასა და ამ პოლიტიკურ გუნდს შორის არის იმხელა უფსკრული, რომ ამ უფსკრულის გადალახვა, თუნდაც მცირედით სხვადასხვა საკითხზე, არის პრინციპულად შეუძლებელი. ანუ, აქ არის არა კონკურენცია, არამედ მტრობა“,-განაცხადა უსუფაშვილმა.
მისი თქმით, ქართველმა ხალხმა პარლამენტში კონკურენტი ძალები ვერ მიიღო, რომლებიც ერთმანეთს არგუმენტებით გააკრიტიკებენ.
ამიტომ, ჩვენ პარლამენტში ვერ მივიღეთ კონკურენტი პოლიტიკური ძალები, რომლებიც ერთმანეთს მოუსმენენ და არგუმენტებით გააკრიტიკებენ. წინასწრებად ცნობილია, რომ რაც არ უნდა თქვას „ქართულმა ოცნებამ“ ის იქნება ნაციონალების მიერ ჩათვლილი რუსული ოლიგარქის მესიჯად და ამიტომ არ ვისმენთ, და რაც არ უნდა თქვას ნაციონალურმა მოძრაობამ ეს „ოცნების“ მხრიდან იქნება ჩათვლილი როგორც 9- წლიანი სისხლიანი მმართველობის წარმომადგენლების ოინებად, ამიტომ არ ვისმენთ“,-აღნიშნა უსუფაშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


