კომენტარი
„ნაციონალურ მოძრაობას“ სხვა არაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ ღია კარს ამტვრევს - კახა კალაძე
„ნაციონალურ მოძრაობას“ სხვა არაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ ღია კარს ამტვრევს, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებებს, რომლებიც საბავშვო ბაღებში ჰიგიენისა და კვების პრობლემებს უკავშირდება.
კალაძის თქმით, მერიას სურს ბევრი საინტერესო პროექტი განახორციელოს, გამოასწორონ არსებული ვითარება.
„ნაციონალურ მოძრაობას“ სხვა არაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ ღია კარს ამტვრევს. ის, რომ ჩვენ მივდივართ საკრებულოში, ვესაუბრებით და კითხვებს ვცემთ პასუხებს, არის ნორმალური პროცესი და მე ამას მივესალმები. როგორც მთავრობის წინა სხდომაზე თქვენ ნახეთ, ისინი ცდილობდნენ გარკვეული სპექტაკლი დაედგათ და ჩვენ ამის საშუალება არ მივეცით.
მივეცით საშუალება, რომ მთავრობის სხდომაზე შემოსულიყვნენ და დასწრებოდნენ, როგორც ეს ნორმალურ, განვითარებულ ქვეყანაში ხდება. ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ.
ჩვენ ვართ კონსტრუქციულები და გვინდა, რომ ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელოთ, გამოვასწოროთ არსებული ვითარება და თუ ისინიც მიიღებენ ამ პროცესში მონაწილეობას და იქნებიან კონსტრუქციულები, ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით”, – განაცხადა კახა კალაძემ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


