კომენტარი
ნაცებიდან ქოცებში პორტირება კიდევ უფრო მეტად წახალისებული ხდება, ვიდრე აქამდე იყო - დავით ზურაბიშვილი
არავის ეგონოს, რომ ეს ქოცთა ვარამი, ანუ ამ ხელისუფლების წარმომადგენელთა თუ მომხრეთა ალალი გულისწყრომა ოდიოზურ მოსამართლეთა დანიშვნის გამო რამენაირ კავშირში იყოს სასამართლოს დამოუკიდებლობის სურვილთან, - ამის შესახებ წერს სოციალურ ქსელში "რესპუბლიკური პარტიის" ერთ ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი.
„იმდენი იძახეს არა ნაცებს, არა ბოროტებასო, ისეთი ნაცაპოკალიფსი დახატეს წინასაარჩევნოდ, ისეთ მონსტრებად ხატავდნენ ყველას, ვისაც კი ოდესმე ნაცის გვერდით გაუვლია, რომ მგონი მართლა დაიჯერეს, რომ არჩევნების მერე მიხედავდა მამა-მარჩენალი ამ სატანის კერძებს და იხილავდნენ სრულიად სანაცეთის ბუმბულს გაშლილს გაფანტულს ველადა. კირკიტაძის დაჭერა და გახარიას ყინჩი მუქარებიც ამის სიმპტომად ჩათვალეს: აჰა, არის, აღსრულდა ოცნება და დაერევიან ახლა ყველასო (რამდენად სამართლიანი იყო კირკიტაძის სისხლის სამართლის წესით გასამართლება ადმინისტრაციული სასჯელის ნაცვლად, ამაზე ცხადია არც დაფიქრებულან.). ჰოდა, გაზის ტარიფის 0.01 თეთრით დაწევისგან მიღებული სიამოვნება ("აი, ხომ ხედავთ, ზრუნავენ ხალხზე!") რომ არ ჰქონდათ ჯერ განელებული, სწორედ იმ დროს დაურტყა პენალტი იმან, ვისიც არ ითქმის სახელი და სკანდალურად ნანაცარი და ამჟამად გადმოქოცებული მოსამართლეებიდან სულ ნარჩევი ოდიოზები გაამწესებინა უვადოდ იუსტიციის საბჭოს.
და არავის ეგონოს, რომ ეს ქოცთა ვარამი, ანუ ამ ხელისუფლების წარმომადგენელთა თუ მომხრეთა ალალი გულისწყრომა ოდიოზურ მოსამართლეთა დანიშვნის გამო რამენაირ კავშირში იყოს სასამართლოს დამოუკიდებლობის სურვილთან. ეს ხომ ის ხალხია, ვინც პრობლემას ვერ ხედავდა ვერც კაბელების საქმეში, ვერც რუსთავი-2-ის საქმეში, ვერც პრეზიდენტის შეწყალების აქტის დანაშაულად გამოცხადებაში, ვერც მოსამართლის მოსყიდვაში ქალაქის ცენტრში მიწის ნაკვეთის ჩუქებით. პირიქით, აქტიურად ამართლებდა და "აპრავებდა" ყველაფერ ამას ცხრაგზის წყეულ ცხრაწელზე აპელირებით.
მათთვის რომ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და კანონის უზენაესობა ყოფილიყო მთავარი, როგორმე ერთი კრიტიკული სიტყვა მაინც დაცდებოდათ, მიუხედავად იმისა, რაოდენ მიუღებლადაც არ უნდა ჩაეთვალათ ნაცმოძრაობა როგორც პოლიტიკური ძალა, მაგრამ არა! ნაცების მიმართ უკანონობა მათთვის მოსულა! მურუსიძე-ჩინჩალაძეების დანიშვნა კი მათ აღაშფოთებთ მხოლოდ ერთადერთი მიზეზით: ისინი ადრე ნაცმოძრაობის ხელისუფლებას ემსახურებოდნენ, ანუ, ეს ნიშნავს, რომ საკმარისია დღეს ემსახურო ამ ხელისუფლებას და ნაცმოძრაობის დროს რაც არ უნდა გქონდეს გაკეთებული, გეპატიება, რაც თავის მხრივ ასევე იმას ნიშნავს (და ესაა მათთვის ყველაზე თავზარდამცემი მესიჯი), რომ არანაირი სანაცეთის საწინააღმდეგო რეპრესიები და ხელისუფლების გაწმენდა ყოფილი ნაცებისგან, ასე გულანთებული რომ ელოდნენ, არ მოხდება. პირიქით, ნაცებიდან ქოცებში პორტირება კიდევ უფრო მეტად წახალისებული ხდება, ვიდრე აქამდე იყო.
დიახ, აპოკალიფსი არ იქნება. არ იქნება არანაირი "ზნეობრივი ნიურნბერგი". არ მოხდება მხსნელის მეორე მოსვლა და სრულიად სანაცეთზე გადავლა. ნაცებისადმი კუთვნილება ამ ხელისუფლებისთვის ხომ სამართალივით შერჩევითია: ნაცი არის ის, ვინც ხელისუფლების ოპონენტია (მაგალითად ლევან ბერძენიშვილი), ხოლო ვინც ხელისუფლების მომხრეა (მაგალითად ვანო ზარდიაშვილი) ის ნაცი არ არის. რა მნიშვნელობა აქვს იმ საზიზღარ ცხრაწელში ვინ სად იყო და ვინ რას აკეთებდა? მთავარია ახლა...
ჰოდა, ბარემ იმასაც ვიტყვი, რომ არანაირი ოპოზიციაში წამსვლელები ეს უკმაყოფილო ქოცები არა ხართ! დიდი დიდი ინაშვილის ამომრჩევლების რიგები შეავსოთ. ან არა და მოიფიქრებთ რამე ვერსიას, თუ როგორ იჩალიჩეს ნაცებმა თავიანთი ხალხის გაყვანა სასამართლოებში და როგორ შეიყვანეს შეცდომაში ოცნების ხელმძღვანელობა. მაგისთანები გიპრავებიათ? არ გაგიჭირდებათ. :)
P. S. შენ სად იყავი 2012-ის მერე სხვებზე რომ ამდენს ლაპარაკობო, ტყუილად არ მკითხოთ. მე არ გავურბივარ პასუხისმგებლობას და ვაღიარებ, რომ შესაძლოა არ ვიყავი საკმარისად მკაცრი და პრინციპული ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მაგრამ მე არასდროს არანაირი უსამართლობა არ გამიმართლებია, არც პირდაპირ და არც მოგუდულად. პირიქით, საჯაროდ პროტესტიც მაქვს გამოთქმული ყველა ზემოთ ჩამოთვლილ საქმეზე. იგივე შემიძლია ვთქვა ჩემს მეგობრებზე და თანამებრძოლებზეც,“ - დაწერა დავით ზურაბიშვილმა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


