მსოფლიო
ნატოს შტაბი-ბინასთან მონტენეგროს დროშა აღმართეს
ნატოს შტაბ-ბინასთან ალიანსის ახალი წევრის, მონტენეგროს დროშა აღმართეს.
ქვეყანა ნატოს 29-ე წევრი, ოფიციალურად, ორი დღის წინ გახდა.
როგორც დროშის აღმართვის ცერემონიის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, ნატო დემოკრატიული ქვეყნების ალიანსია.
„ნატო დემოკრატიული ქვეყნების ალიანსია,რომლებსაც ერთი მიზანი აერთიანებთ - ერთმანეთის გვერდით დგომა და ერთმანეთის დაცვა. მონტენეგერო ხდება ნატოს თანაბარუფლებიანი წევრი. მას აქვს თავისი კუთვნილი ადგილი ჩვენს მაგიდასთან და თანაბარუფლებიანი ხმა ალიანსის მომავალი ფორმირების პროცესში. მონტენეგროს მიღება კარგია ამ ქვეყნისთვისაც, ჩვენი ალიანსისთვისაც, ბალკანეთის უსაფრთხოებისთვის და მშვიდობისთვის საერთაშორისო მასშტაბით“,-აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მონტენეგროს პრეზიდენტის ფილიპ ვუიანოვიჩის ტქმით კი, დღეს, მონტენეგროს ისტორიაში დიდი დღეა.
„დღეს, მონტენეგროსთვის დიდი დღეა. ჩვენი ქვეყანა ნატოსთან ერთად ზეიმობს ჩვენი სტრატეგიული მიზნის მიღწევას. ეს არის უდიდესი წარმატება და ისტორიული მოვლენა. მონტენეგროს გაწევრიანებით, ჩვენი მომავალი იქნება სტაბილური, უსაფრთხო და წარმატებული. ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებებს უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, უძლიერეს და ყველაზე ორგანიზებულ ალიანსთან ერთად“,-აღნიშნა მონტენეგროს პრეზიდენტმა, გაგნცახდების თარგმანს რუსთავი2 ავრცელებს.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


