მსოფლიო
ნატოს გენერალური მდივანი სირიაში განხორციელებულ იერიშს მხარს უჭერს
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მხარი დაუჭირა კოალიციური ძალების იერიშს სირიის მთავრობის ქიმიური იარაღის საწარმოებზე. მან განაცხადა, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისთვის მიუღებელია ქიმიური იარაღის გამოყენება.
„მხარს ვუჭერ აშშ-ის , დიდი ბრიტანეთისა და საფრანეთის მოქმედებებს სირიის რეჟიმის ქიმიური იარაღის საწარმოებისა და შესაძლებლოების წინააღმდეგ. ნატო მიიჩნევს, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება მიუღებელია. ამაზე პასუხიმსგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიაზე იერიშის მიტანის ბრძანება გასცა. კოალიციურმა ძალებმა, რომლებშიც შედიან აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, სირიაში სამიზნეებზე ავიადარტყმები განახორციელეს.
ცნობისთვის, 7 აპრილს სირიის ქალაქ დუმაზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად 70 ადამიანი დაიღუპა, აქედან 43-ს დაუდგინდა სიმპტომები, რომლებიც ქიმიურ თავდასხმაზე მიუთითებდა.
დასავლეთი მომხდარში სირიის მთავრობას ადანაშაულებს, თუმცა ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი რამე მონაწილეობას უარყოფს. ასადის პარტნიორი რუსეთი კი დასავლელი ლიდერების განაცხადებებს ქიმიური თავდასხმის შესახებ, „პროვოკაციას“ უწოდებს.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


