მსოფლიო
NATO-ს საპარალამენტო ასამბლეის 63-ე სესია დღეს გაიხსნება
ბუქარესტში დღეს NATO-ს საპარალამენტო ასამბლეის 63-ე სესია იხსნება.
ასამბლეის მონაწილეები რუსეთის აგრესიულ ქმედებებსა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხს, ასევე ტერორიზმის საფრთხეებსა და ინფორმაციული ომის ახალ ტენდენციებს განიხილავენ.
ცნობილია, რომ სესიაზე ყურადღება დაეთმობა რუსეთთან დაძაბულ ურთიერთობებს. ამ საკითხზე, ასამბლეის წევრების მიერ მომზადებულ, რამდენიმე რეზოლუციის პროექტშია საუბარი. დოკუმენტებს ასამბლეის 63-ე სესიის ფარგლებში დეპუტატები შაბათ-კვირას განიხილავენ.
NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის 63-ე სესიას ალიანსის 29 წევრი და 23 პარტნიორი ქვეყნის დელეგატები მიიღებენ მონაწილეობას. პროგრამის მიხედვით, დღეს გაიმართება ასამბლეის თავმჯდომარის პაოლო ალისა და ორგანიზაციის გენერალური მდივნის დევიდ ჰობსის პრესკონფერენცია.
შაბათს და კვირას ასამბლეის წევრები კომიტეტებში იმუშავებენ, ხოლო ორშაბათს შედგება პლენარული სხდომა, რომელზეც სიტყვით NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც გამოვა. ამავე დღეს საპარლამენტო ასამბლეა დაამტკიცებს რეზოლუციას.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


