მსოფლიო
ნატო-ს გაფართოების შეწყვეტასთან დაკავშირებით, რუსეთი საუბრობს არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ საქართველოსა და მოლდოვაზეც - კიტ კელოგი
ნატო-ს გაფართოების შეწყვეტასთან დაკავშირებით, რუსეთი საუბრობს არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ საქართველოსა და მოლდოვაზეც, ჩვენ ვამბობთ, შეგვიძლია, განვიხილოთ გაფართოების შეწყვეტა თქვენს საზღვრამდე, – ამის შესახებ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში, გენერალმა კიტ კელოგმა ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
კიტ კელოგმა დაადასტურა დონალდ ტრამპის მზადყოფნა, პუტინს მისცეს დაპირება, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდება, თუ ასეთი მოთხოვნა ომის დასრულების პირობა გახდება.
„ვფიქრობ, ეს სრულიად მართებული შეშფოთებაა. ამ საკითხს რუსეთი ყოველთვის აყენებს. ისინი საუბრობენ არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ ასევე საქართველოსა და მოლდოვაზეც. ჩვენ ვამბობთ, კარგი, შეგვიძლია განვიხილოთ ნატო-ს გაფართოების შეწყვეტა თქვენს საზღვრამდე. ეს მათი უსაფრთხოების ინტერესებია“, – განაცხადა კიტ კელოგმა ინტერვიუში
კელოგის თქმით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება არ არის დღის წესრიგში და ამ პოზიციას იზიარებს ალიანსის წევრი სულ მცირე ოთხი ქვეყანა.
„არაერთხელ ვთქვით, რომ ჩვენთვის უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება არ არის დღის წესრიგში. ჩვენ არ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ასე ამბობს. შემიძლია, დავასახელო ნატო-ს კიდევ ოთხი ქვეყანა, რომლებიც ამას დაადასტურებენ. გაწევრიანებისთვის კი საჭიროა ყველა, 32 ქვეყნის თანხმობა“, – აღნიშნა კელოგმა.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


