მსოფლიო
ნატო-მ აღმოსავლეთ ევროპაში რიგით მერვე სამეთაურო ცენტრი გახსნა
ნატო-მ სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში, აღმოსავლეთ ევროპაში, რიგით მერვე სამეთაურო ცენტრი გახსნა.
ანალოგიური ცენტრი უნგრეთში, პოლონეთში, ბულგარეთში, რუმინეთში, ლიტვასა და ლატვიაში უკვე არსებობს.
როგორც მედიას სლოვაკეთის თავდაცვის უწყებაში განუცხადეს, შტაბში პირადი შემადგენლობა 41 ადამიანით იქნება წარმოდგენილი. აქედან 21 სლოვაკელი სამხედრო მოსამსახურეა და 20 ნატოს-ს სხვადასხვა ქვეყნიდან.
ცენტრი სრულფასოვან ფუნქციონირებას 2017 წლის 1 ივნისიდან შეუდგება. სლოვაკელი ექპერტები ამერიკის, ჩეხეთის, რუმინეთის, უნგრეთისა და გერმანიის სამხედრომოსამსახურეებთან ითანამშრომლებენ.
როგორც ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა ტაკაია ილდემმა განაცხადა, სამეთაურო ცენტრების ქსელი, ალიანსის კოლექტიური უსაფრთხოების სისტემაში, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
„სამეთაურო პუნქტები რეაგირების ძალების განთავსებას გაადვილებს, რომელთა რიცხვი უკანასკნელ წლებში სამჯერ გაიზარდა - 13 ათასიდან -40 ათასამდე. მათ შემადგენლობაში შედიან, როგორც სახმელეთო, ისე სამხედრო-საზღვაო და სამხედრო- საჰაერო ჯარები, ასევე სპეციალური დანიშნულების ძალები. ალიანსის რეაგირების ძალების დაკომპლექტება „როტაციული პრინციპით“ ხორციელდება“,-განაცხადეს ნატო-ს პრესსამსახურში.
მონიკა დავლაინიძე
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


