კომენტარი
ნატო ჩხეიძის ინფორმაციით, სკანდალური აუდიოჩანაწერები ივნისსა და აგვისტოშია გაკეთებული
ტელეკომპანია "იბერიას" დამფუძნებელი და საქართველოს პარლამენტის წევრი, ტელეკომპანიის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე კოლეგების განცხადებებს რუსთავი 2-ის გადაცემა "არჩევანის" ეთერში გამოეხმაურა.
ნატო ჩხეიძის განცხადებით, დეპუტატებს აქვთ ზერელე დამოკიდებულება და ისინი ზედაპირულ შეფასებებს აკეთებენ.
„ეს არის ზერელე დამოკიდებულება, როცა არ იცნობ ვითარებას, არ იცნობ გარემოს და მაინც ამბობ რაღაც ერთსა და იმავეს,“ - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.
მისი შეფასებით, ქვეყანა სოციალისტური პრინციპებით იმართება. „იბერიას“ დამფუძნებელი ხელისუფლების ქმედებებს ბოლშევიკურ ნაბიჯებს ადარებს.
ნატო ჩხეიძე სკანდალურ ჩანაწერებსაც გამოეხმაურა და დაადასტურა, რომ ეს საუბრები ნამდვილად იყო და მას არ გაჰკვირვებია ამ საქმეში ლევან ყიფიანის მონაწილეობა.
ნატო ჩხეიძე ამბობს, რომ ეს ჩანაწერები არ არის ძველი, როგორც ამას ლევან ყიფიანი აცხადებს. ერთ-ერთი მათგანი ჩაწერილია ივნისში, მეორე აუდიო ფაილი კი გაკეთებულია აგვისტოში.
შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს ნატო ჩხეიძე აქციზური მარკების გაცემაში ხედავს. ამ შემთხვევაში, მისი თქმით, „ომეგა ჯგუფი“ შეძლებს, ტელევიზია დააფინანსოს.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


