კომენტარი
ნატო ჩხეიძე: როცა ხალხი ვერაფერს ხედავს საზეიმოს და შენ მაინც გეზეიმება, კეთილი უნდა ინებო და მიიღო მათგან კუთვნილი სილაქი
პოლიტიკური მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში წერს:
„სერიიდან: ტაში შინ და არა გარეთ...
- ამნისტიის ინიცირებაში, შემუშავებაში, კენჭისყრებში მონაწილე ოპოზიციონერ დეპუტატებს ლანძღავდნენ, ასე არ ივარგებს და არც უპასუხოდ არ დარჩება., - ასე იქადის და გვმოძღვრავს შეთანმხმებაზე ხელმომწერ პარტიებიდან ერთ-ერთის გურუ.
არადა, გამოვა:)
როგორც დაგიბარებიაო, ასე იტყვიან ხალხში.
იმ ხალხში, რომელიც არავის გახსენებია დოკუმენტზე მუშაობისას.
ხალხი კი არა, ისიც არ გახსენებიათ, ვისი რისკის ფასადაც ეღირსათ “ სმირნაზე” დგომა და ზეიმებში მონაწილეობა.
ხალხზე მზრუნველი ხელისუფლებისა არ იყოს, ხალხზე მზრუნველ ამ ბატონებს მაინც, მაშინ არ უნდა ეზეიმებოდეთ, როცა ხალხი ვერაფერს ხედავს საზეიმოს.
და როცა ხალხი ვერაფერს ხედავს საზეიმოს და შენ მაინც გეზეიმება, პარტიულ თუ პირად ინტერესებმომგვარებელს, კეთილი უნდა ინებო და მიიღო მათგან კუთვნილი სილაქი.
არ იღებ და საპასუხოდაც ემზადები? რა ვუყოთ:)
მაგის მეტი რა გვინახავს,
მაგის მეტს რას მოვსწრებივართ,
მაგის მეტი რა გადაგვიტანია...” - წერს ნატო ჩხეიძე.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


