კომენტარი
ნატო ჩხეიძე: რა დაწმინდავს ამ სიჭრელეს?.. ამ აჭრილ ყოფას რა დაალაგებს...
„რთული და მძიმე ვითარება ჩანს ქვეყანაში არა მხოლოდ ეკონომიკური კუთხით... რთული, მხიმე და ერთობ აჭრილი“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ თავმჯდომარე ნატო ჩხეიძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგებს.
„რთული და მძიმე ვითარება ჩანს ქვეყანაში არა მხოლოდ ეკონომიკური კუთხით...
რთული, მხიმე და ერთობ აჭრილი...
აბა, შეხედეთ, -
საზოგადოების განწყობა აი, ასეთიაო, გვეუბნება 1500 რესპონდენტზე დაკვირვებით IRI, -
ადრინდელივით, საზოგადოების უმაღლესი ნდობის მქონე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ოდნავ ჩამორჩება ექიმი ამირან გამყრელიძეო, ვინც, როგორც ჩანს თავის სახელ - გვარში პაატა იმნაძესა და თენგიზ ცერცვაძესაც მოიცავს:);
მერე პრემიერი გიორგი გახარიააო, ვინც საზოგადოების გამოკითხული ნაწილის აშკარა ამნეზიას მოიცავს, აწ პრემიერის შსს მინისტრობის დროინდელისას;
მერე კახი კალაძეაო, ვინც შარშან ამ დროსაც ასევე მოიცავდა “ სტილიაგობის” მოყვარულთა სიმპათიებს;
მერე დავით ბაქრაძეო, ვინც მუდმივად პირად- მაღალ და პარტიულ- დაბალ რეიტინგს მოიცავს ხოლმე;
ამის მერე შალვა ნათელაშვილია აშკარა “ ირმის ნახტომით” , და თანაც ისეთი ნახტომით, რომ, ბ- ნ ივანიშვილსაც გადაუსწრო;
მერეღა იკავებს მწკრივში ადგილს ბიძინა ივანიშვილი და ისიც ალბათ დენდოპარკის სურნელისა გამო.
სიჭრელეა, როგორი სიჭრელეა!..
თან დაბინდული, თან გადადღაბნილი და თანაც, მჭახე ფერებშერეული...
რა დაწმინდავს ამ სიჭრელეს?.. ამ აჭრილ ყოფას რა დაალაგებს..
ალბათ, სხვა კვლევა, სხვა ანალიზი, სხვა შეკითხვები, სხვა რესონდენტები, სხვა, სხვა, სხვა ...
და მოვა კიდეც არჩევნები,
მოვა სხვა არჩევნები და სხვა არჩევანიც მაშინ გამოჩნდება,-
სიჭრელეც დალაგდება, ფერებიც დაიწმინდება...“ - წერს ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


