კომენტარი
ნატო ჩხეიძე: ქართული ანდაზა ბ- ნი ოხანაშვილისთვის სამომავლოდ: სანეკრეს რომ ნახავ, ნახტომიც უნდა მოზომოო
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილი 2016 წლის საარჩევნო სიაში ეკა ბესელიას ჩაწერის მომხრე არ იყო, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ახლადდაწინაურებულ ბ- ნ ოხანაშვილს ალბათ ჰგონია, რომ ქვას გახეთქავს , ისეთი საიდუმლო გაამჟღავნა.
თუ მომხრე არ იყო ივანიშვილი, როგორ ჩაწერეს სიაში ბესელია?
თუ ჩაწერეს, გამოდის, რომ დაითანხმეს.
თუ დაითანხმეს, ესე იგი, მომხრე გამხდარა.
აბა, მომხრე არ იყოო, რატომ გვარწმუნებს ახალგაკომიტეტთავმჯდომარეებული?
თუ ივანიშვილი რაღაც ეტაპზე არ იყო სიაში ბესელიას ჩაწერის მომხრე, ალბათ იმიტომ, რომ გული უგრძნობდა, როცა იქნებოდა უსიტყვოდ აღარ დაემორჩილებოდა ივანიშვილს ბესელია...
მაგრამ დათანხმება მოუხდა, რადგან, ასევე ჩემი ვარაუდით, ალბათ აუწყეს, რომ მმართველ გუნდს მეზარბაზნეები არ ჰყავდა:)
გახსოვთ ხომ ბ- ნი მდინარაძის განცხადება, ეკა რომ 10 ათასებს იღებდა, მე ხუთასი მქონდაო:)
ა, ბატონო რამხელა სხვაობა ყოფილ კვალიფიკაციაში:)
და ხუთასლარიანი იურისტების იმედად ხომ ვერ იქნებოდა მმართველი გუნდი?:)
სხვა რა გზაღა ჰქონდა , - დათანხმებულა ივანიშვილიც...
მაშასადამე, ოხანაშვილის სენტენცია, რომ : ივანიშვილი არ იყო მომხრე,- არის არასწორი.
სწორია ჩემი ვარაუდი და ისტორიული ლოგიკა:
ივანიშვილი იყო მომხრე.
და ბოლოს, ქართული ანდაზა ბ- ნი ოხანაშვილისთვის სამომავლოდ: სანეკრეს რომ ნახავ, ნახტომიც უნდა მოზომოო.“ - დაწერა ნატო ჩხეიძემ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


