კომენტარი
ნატო ჩხეიძე: მიდიან უკიდურესობამდე! რისი იმედი აქვთ?
ვინც ხელი მოაწერა მიშელის დოკუმენტს, მათ ევალებათ მისი შესრულება და არა ხელარმომწერებს, - ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომრის მოადგილე ნატო ჩხეიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, რითაც ამით „ქართული ოცნების“ დღევანდელ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.
„ქართული ოცნება მიშელის შეთანხმების მათ მიერ ერთპიროვნული ანულირების ანუ გაუქმებას საბაბად ნაციონალური მოძრაობისა და კიდევ 3 პარტიის მიერ ( სახელმწიფო ხალხისათვის, პროგრესი, კანონი და სამართალი) ხელმოუწერლობას ასახელებს.
სულ ტყუილად!
ვინც ხელი მოაწერა მიშელის დოკუმენტს, მათ ევალებათ მისი შესრულება და არა ხელარმომწერეს!
ხელმოუწერლის პასუხისმგებლობა სად გაგონილა?
აბსურდია!
განა არ იციან, მაგრამ თავის არასახელმწიფოებრივ პოლიტიკას და 43%- ის ვერაღების აშკარა მოლოდინს ხომ არ დააბრალებდნენ?))
და გააუქმეს.
მიდიან უკიდურესობამდე!
რისი იმედი აქვთ?
უკიდურესობის ბალანსირებას ხომ უკიდურესად ძლიერი ძალები სჭირდება.
როცა უკიდურესად ძლიერი ხარ, მაგ დროს ჰუმანურიბას იჩენ და უკიდურესობის ვითარების შექმნაც აღარ გიწევს, უკიდურესობის ვითარებას მაშინ ქმნი, როცა მფრთხალი ხარ და ძლიერის ნიღაბს ირგებ.
როცა მფრთხალი ხარ, მაშინ სუსტიც ხარ და ლომის სახე და თაგვის გული გაქვს.
ჰოდა, უკიდურესობის ვითარებას ქმნი და ვაბანკზე მიდიხარ.
აჩქარდა დრო.
უცებ აჩქარდა.
უკიდურესად აჩქარდა.
ახლა კიდევ ვინ და რა აჩქარდება -
ხალხი?.. .
მეგობარი პარტნიორები?..
ოპოზიცია?..
ყველა?..
აჩქარდა დრო..- დაწერა ნატო ჩხეიძემ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


