კომენტარი
ნატო ჩხეიძე ივანე მაჭავარიანს: არ განაღვლებთ წაგება, რადგან წააგებს ბიუჯეტი და ამ დროის განმავლობაში გაიზრდება თქვენი პირადი შემოსავლები
მიგაჩნიათ, რომ ჭკუასთან ახლოა როდესაც მინისტრი გადაწყვეტილებებს იღებს უკანონოდ შესაბამის კანონის, მუხლისა და პუნქტის მითითების გარეშე, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს კომპანია „ომეგას“ საქმეთან დაკავშირებით უსმენდნენ.
დეპუტატმა მინისტრი უკანონო გადაწყვეტილებების მიღებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მაჭავარიანს მოუწევს სასამართლოებზე მათში სიცხადის შეტანა.
„ როდესაც თქვენ იძულებული გახდით, ის რაც თქვენთვის ცხადი იყო მაინც განგემარტათ სხდომისთვის, რამდენჯერმე ახსენეთ, ცხადია მენტორულად, ფრაზა: ჭკუასთან ახლოა? ამიტომ, სწორედ ამ ფრაზით და ამ ტონალობით მოგმართავთ. ბატონო ივანე, თქვენ მიგაჩნიათ რომ ჭკუასთან ახლოა როდესაც მინისტრი გადაწყვეტილებებს იღებს უკანონოდ შესაბამის კანონის, მუხლისა და პუნქტის მითითების გარეშე?
სხვათაშორის, თქვენი უკანონო გადაწყვეტილებები საქართველოში შეისწავლა და დასკვნა დაწერა სახალხო დამცველმა, ხოლო უცხოეთში სტჰოკოლმის სასამართლომ. ის რაც წააგო იუსტიციის სამინისტრომ, ეს იყო თქვენი უკანონო გადაწყვეტილებები და თქვენ ალბათ ასევე მოგიწევთ შემდეგ სასამართლოებზე სიცხადე შეიტანოთ თქვენს უკანონო გადაწყვეტილებებში. თქვენ ცხადია, არ განაღვლებთ წაგება, რადგან წააგებს ბიუჯეტი და ამ დროის განმავლობაში გაიზრდება, მიუხედავად თქვენი უკანონო გადაწყვეტილებებისა, თქვენი პირადი შემოსავლები, რითაც ასე ამაყობთ“, - მიმართა ნატო ჩხეიძემ ფინანსთა მინისტრს.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


