კომენტარი
ნატო ჩხეიძე ფადი ასლის პასუხობს: ,,ომეგა ჯგუფზე“ როცა ლაპარაკობს, ძალიან უხერხულია ის სიტყვები გამოიყენოს, რაც მან გამოიყენა (ვიდეო)
პარლამენტის წევრი, ნატო ჩხეიძე საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარის, ფადი ასლის განცხადებას პასუხობს.
ჩხეიძე ფადი ასლის მოუწოდებს, კარგად შეისწავლოს ,,ომეგა ჯგუფის“ საქმიანობა.
,,როდესაც ფადი ასლი რაიმე ლობისტურ განცხადებებს აკეთებს მისთვის სასურველი კომპანიის მიმართ, ვფიქრობ, რომ უფრო კარგად უნდა შეისწავლოს იმ ჯგუფის საქმიანობა, ვისზეც ასეთ აზრებს გამოთქვამს.
,,ომეგა ჯგუფი“ არის დიდი და წარმატებული ჯგუფი საქართველოში. ,,ომეგა ჯგუფს“ აქვს უამრავი ინვესტიცია საქართველოში შემოტანილი, ,,ომეგა ჯგუფს“ ჰყავს დასაქმებული უამრავი ხალხი. ,,ომეგა ჯგუფს“ ჰყავს მსოფლიო მნიშვნელობის ბიზნეს პარტნიორები. ასეთ ჯგუფზე როცა ლაპარაკობს, ძალიან უხერხულია, რომ ის სიტყვები გამოიყენოს, რაც მან გამოიყენა. მით უმეტეს, როდესაც ლობიზმს უწევს ისეთ ორგანიზაციას, რომელსაც არანაირი ინვესტიცია საქართველოში არ შემოუტანია, არცერთი ადამიანი არ დაუსაქმებია თავის საკუთარ ფირმაში რამდენიმე ადამიანის გარდა, არაფერი არ შეუტანია ბიუჯეტში და არაფერი არ გაუკეთებია საქართველოსთვის. ხოლო ის მოგება, რომელსაც ,,ბრითიშ ამერიქან თობაქო“ საქართველოში ნახულობს, მიაქვს სხვაგან, სხვა ქვეყანაში.
როდესაც ასეთ კომპანიას უწევს ლობიზმს, მე არა მგონია, რომ ეს იყოს საქართველოსთვის სასარგებლო მოქმედება. თუმცა, არც არის გასაკვირი, როდესაც ეს ბატონი სწორედ ისეთი კომპანიის მხარეზეა, რომელზეც ახლა გესაუბრეთ“, - აცხადებს ნატო ჩხეიძე ჟურნალისტებთან საუბარში.
ცნობისათვის, ფადი ასლიმ გუშინ „ომეგა ჯგუფი“ ხელისუფლებაზე უსამართლო თავდასხმაში დაადანაშაულა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


