კომენტარი
ნატო ჩხეიძე: ერთობა ქმნის იმ სიწყნარეს, რომელიც ძალიან მძაფრად რეკს
ხალხის მონდომება, რომ ქვეყანაში ძალმომრეობა შეცვალონ თავისუფლებით, ქმნის მათ სიმშვიდეს, აი ის ერთობა ქმნის იმ სიწყნარეს, რომელიც ძალიან მძაფრად რეკს, – აცხადებს მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ წევრი ნატო ჩხეიძე.
როგორც მან აღნიშნა, ყველა თავის თავს გააკონტროლებს, ყველა იქნება კონსტიტუციის ფარგლებში და შესაბამისად, არაფერი მოხდება, რაც გავა კონსტიტუციიდან.
„ისევე წყნარად და მშვიდად განხორციელდება ყველაფერი, როგორც ნიკა მელიას დატუსაღების დღეს იყო, რომ არავითარ ძალადობას ადგილი არ ექნება ხალხისგან, რადგან ძალადობა ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად აღშფოთებს საზოგადოებას“, – ამბობს ნატო ჩხეიძე.
მისი თქმით, ნიკა მელიას საქმეზე პროკურატურის განცხადება არის მცდელობა, სამართლის გვერდის ავლით გამოიყვანონ ნიკა მელია ციხიდან.
„ნიკა მელია რომ არ გადაიხდის გირაოს, ეს ნათელია, მან არ გადაიხადა გირაო და არც ახლა გადაიხდის. რაც შეეხება პროკურატურის განცხადებას, ეს არის ივანიშვილის დავალება, რომ რაღაცნაირად მოახერხონ, ისევე უსამართლოდ და სამართლის გვერდის ავლით გამოიყვანონ ნიკა მელია ციხიდან. ეს იყო მცდელობა, ცხადია, სამართალთან ამას არავითარი შეხება არ ჰქონდა და მალე მოახერხებს პროკურატურა, რომ ყოველგვარი პირობის გარეშე გამოუშვას ნიკა მელია საპყრობილიდან. ნიკა მელიას მხრიდან გირაოს გადახდაზე უარის თქმა არის პოლიტიკური საკითხი. ის გირაო, რომლის გადახდაც დააკისრეს გავრილოვის წინააღმდეგ მოქმედებისთვის, არ უნდა გადაიხადოს“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


