კომენტარი
ნატო ჩხეიძე: ჯერჯერობით სულ ეს ორი, “ლიბერალი” და ქ- ნი სალომე ზურაბიშვილია ჩემგან სექსისტის გამომძერწავი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა პარლამენტის წევრის, ნატო ჩხეიძის იმ განცხადებას, რომელშიც მან მაია ცქიტიშვილის მიერ ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობა ქალისთვის მძიმე ტვირთად მოიხსენია.
“ქალისთვის მეტისმეტად მძიმე ტვირთი“??? მეც ლიბერალის არ იყოს მგონია, რომ ეს არ არის მიზანშეწონილი განცხადება და შეიძლება ქალის შესაძლებლობების დამცირებად აღქმული იყოს . ამ დროს მაია ცქიტიშვილი ერთ-ერთი ძლიერი მინისტრია და კარგადაც უმკლავდება ამ თავის “მძიმე ტვირთს” , - დაწერა პრეზიდენტმა “ფეისბუქიზე“.
“მედიანიუსი” უცვლელად გთავაზობთ ნატო ჩხეიძის სტატუსს, რომელსაც იგი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე აქვეყნებს:
„სერიიდან:
ის, რაც ხდება
ჩვენმა პირველმა ქალმა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონისა და ანგელა მერკელის შემდგომ ჩემთვისაც მოიცალა და ჩემს სტატუსს , ” გონების უმწიფრობა თუ გამიზნული შარი” მსწრაფლ გამოეხმაურა
და “ქალი” და “ტვირთი” ერთად როგორ შეიძლება ითქვას , “ლიბერალისა” არ იყოს, ეს ქალის დამცირებად აღიქმებაო, ბრძანა.
“ ქალისა” და “ ტვირთის” ერთად ხსენებამ რომ “ლიბერალს” სექსიზმი გაახსენა, არ გამკვირვებია, მაგრამ ჩვენს პრეზიდენტს, მეგონა, რომ მიხეილ ჯავახიშვილი მაინც მოაგონდებოდა...( მისი რომანი “ ქალის ტვირთი”)
მწარედ მოვტყუვდი.
ჯერჯერობით სულ ეს ორი, “ლიბერალი” და ქ- ნი სალომე ზურაბიშვილია ჩემგან სექსისტის გამომძერწავი.
“ კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო”, , ხომ ვიცით და “ ლიბერალს” რომ ვერაფერი გაუგია ან თავის გამორჩენისთვის გაუგია, არ მიკვირს, მაგრამ ჩვენს პრეზიდენტს, თანაც პირველ ქალ პრეზიდენტს რა რჯიდა, ერთი ეს ამომახსნევინა , მეტი არაფერი მინდა:)“ - წერს ნატო ჩხეიძე.

საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


