კომენტარი
ნატო ჩხეიძე: და ქოცების გვერდით რატომღა სხედან ?..
26-29 ნოემბრის სასესიო კვირაში პარლამენტის პლენარულ სხდომებს ოპოზიციონერი და დამოუკიდებელი დეპუტატები ბოიკოტს უცხადებენ.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილა თალაკვაძემ განაცხადა, სხდომებზე არდასწრების თაობაზე პარლამენტს განცხადებით მიმართეს "ევროპულმა საქართველომ", "ნაციონალურმა მოძრაობამ", "პატრიოტთა ალიანსმა", ასევე, დეპუტატებმა ეკა ბესელიამ და ნატო ჩხეიძემ.
აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„სერიიდან: პარლამენტი და პარლამენტარები
შარშან ამ დროს ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი ვიყავი პარლამენტში, მეორე დავით ჭიჭინაძე იყო “ ოცნებიდან” გამორიცხული, მერე ეკა ბესელია არ დახარბდა შეთავაზებულ სპიკერობას დუმილის სანაცვლოდ და მისი ე.წ. ჯგუფი გამოეცალა “ოცნებას”, მერე ცალკეული დეპუტატებიც და მთელი ეს წელი 11 დამოუკიდებელი დეპუტატი შევგროვდით.
ახლა კიდევ ერთბაშად 12 დეპუტატი გაემიჯნა მმართველ პარტიას პროტესტის ნიშნად.
ამ 23 დამოუკიდებელ დეპუტატიდან 22 ოცნებელი იყო.
ახლახანს ბოიკოტი გამოაცხადა ოპოზიციურმა პარტიებმა;
მიმდინარე სესიას გამოუცხადეს ბოიკოტი და კიდევ სულ ორმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ და მე.
21 დამოუკიდებელი დეპუტატი მყარად და პრინციპულად ამბობს, ჩვენო, ნაცების გვერდით არ დავდგებითო.
კეთილი და პატიოსანი, და...
და ქოცების გვერდით რატომღა სხედან?..
ა,?..“ - დაწერა ნატო ჩხეიძემ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


