კომენტარი
ნატო ჩხეიძე: ბატონმა გახარიამ ძალიან ადრე დაიწყო სიცილი
გახარია ამ ტონალობაში მანამდე ისაუბრებს, სანამ ხაზარაძესავით მასაც არ მოიძულებენ. რომ მოიძულებენ, მერე უკვე სხვანაირ ტონალობაში და სხვა სიტყვებს იტყვის. ერთი კია, ნახევარი სიმართლე არსებობსო. ნახევარი სიმართლე არა, ბევრად მეტი სიმართლე არსებობს, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
ნატო ჩხეიძე „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე შინაგან საქმეთა მინისტრის შეფასებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გახარიას ფუნქცია, ბიზნესომბუდსმენის თანამდებობაზე ყოფნისას კონკრეტული, მათთვის საინტერესო კერძო ინტერესების გატარება იყო.
„გახარიას სურს, რომ ეს თემები, მედიით რომ დაიწყო, მედიითვე დასრულდეს და ის არ გადავიდეს არც პროკურატურაში, არც სასამართლოში და არც არსად. აი, მაშინ ადვილად შეუძლია, რომ “სასაცილოაო “, იძახოს.
როდესაც გახარია ბიზნესომბუდსმენი იყო, მაშინ არანაირი პრობლემები „ომეგა ჯგუფს“ არ ქონდა. როცა მან თქვა, უნდა დავხმარებოდითო, დასახმარებელი არაფერი ჰქონდა “ომეგა ჯგუფს”. უბრალოდ, ბ- ნ გახარიას წლებიც ერევა ერთმანეთში, და კიდევ ბევრი რამე.
ბიზნესომბუდსმენთან ბიზნესი შესაძლებელია მივიდეს, დაელაპარაკოს არა მხოლოდ იმიტომ, რომ მას რაღაც დასახმარებელი პრობლემები უნდა ჰქონდეს.
ბევრს საერთოდ ჰგონია, რომ ბიზნესომბუდსმენი იმიტომ არსებობს, რომ მას უნდა გაუზიაროს ბიზნესის საკითხები, ასე ჰგონია, მაგრამ მერე ირკვევა, რომ მას სულ სხვა დავალებები აქვს, ანუ კონკრეტულად მან უნდა შეისწავლოს სწორედ ის, თუ რა შეიძლება გაუხდეს ფირმას პრობლემად, რომ ის პრობლემა კიდევ უფრო გააღრმავონ და მერე მივიდნენ იქამდე, რომ, სადაც რა ინტერესები აქვთ, თავიანთი, საკუთარი, კონკრეტული კერძო ინტერესები, ის ინტერესები გაატარონ.
ვეთანხმები ბატონ რომან გოცირიძეს, რომ გახარიაც და ეს გუნდიც, მხოლოდ პოლიტიკური პასუხისმგებლობით ვერ მოამთავრებენ თავიანთ საქმიანობას და უფრო დიდი პასუხისმგებლობა დაუდგებათ.
რაც შეეხება სიცილს. ძალიან ცნობილი ფრაზაა: იცინის ის, ვინც ბოლოს იცინისო. ბატონმა გახარიამ კი ძალიან ადრე დაიწყო სიცილი...“ - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


