კომენტარი
ნატო ჩხეიძე: ასეთია თადუმაძის მაკშეიდურ / სამართლებრივი ლოგიკა
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში წერს:
„სერიიდან: ბატონო შალვა, თქვენ ხართ თაღლითი!..
ასე მიმართა სალომე სამადაშვილმა შალვა თადუმაძეს, რისთვისაც ანრი ოხანაშვილის შეგონება დაიმსახურა დეპუტატის ღირსებასა და საკუთარი თავის პატივისცემის რაობაზე.
რა სიტყვა უნდა ეთქვა და რა ეპითეტი გამოეყენებინა კოლეგას გენპროკურორის დასახასიათებლად, ეგ ოხანაშვილისგანაც ვერ მოვისმინეთ.
არადა ნეტავ მართლა რა სიტყვა უნდა თქვა, უფრო მარჯვედ და ზუსტად რომ მიესადაგოს ადამიანის კვაჭობას?..
ბ- ნი თადუმაძე თვითონ ამბობს, ოთხი წელი ვისწავლე და დიპლომში ხუთი წელი მიწერიაო.
ერთი წელი ზედმეტად უწერია.
იცის, რომ ხუთი წელი უწერია ოთხის მაგივრად.
იცის, იცის და მიაჩნია, რომ სწორია ის, რომ ხუთი უდრის ოთხს.
ასეთია თადუმაძის მაკშეიდურ / სამართლებრივი ლოგიკა.
ღირსებასა და პატივისცემასთან დიდი ბოდიშის მოხდით უნდა ვაღიარო, რომ რაღაც, სადღაც, როგორღაც თაღლუთურ ლოგიკას ჰგავს...
და სულაც აღარ გვიკვირს ბ- ნი თადუმაძის დღევანდელი განცხადება გაცისკროვნებული სახით რომ გვაუწყა:
“ დიდოსტატის მარჯვენა” ბუნებაში არ არსებობს, გამსახურდიამ “ დიდისტატის კონსტანტინეს მარჯვენა” დაწერაო და შემკითხველს საკუთარი ღირსების მაღალი გრძნობით აღვსილმა სულ ფსევდოინტელექტუალი უძახა.
ეგ სხვა თემაა ახლა, ავტორმა თავად რომ შეამოკლა თავდაპირველი სათაური და კონსტანტინე ამოაკლო.
მაგრამ ასეც რომ არ ყოფილიყო, თადუმაძის კვაჭლოგიკით გამოდის, რომ “ დონ კიხოტი” ან “გულივერის მოგზაურობა” მანამდე არ უნდა ვაღიაროთ, სანამ სრულ სათაურს არ გავაჟღერებთ?..
ასე მაგალითად:
სერვანტესის ( კაიგრძელი სახელ- გვარი კი აქვს მაგასაც) “მახვილგონიერი იდაკგო დონ კიხოტ ლამანჩელი” ან სვიფტის “თავდაპირველად ქირურგისა და შემდგომ რამდენიმე ხომალდის კაპიტნის ლემუელ გულივერის მოგზაურობა სხვადასხვა შორეულ ქვეყანაში”
ოხანაშვილისეული ღირსების შეგრძნება და პატივისცემის გრძნობა ამ ლოგიკას გვავალებს,
ანუ თადუმაძის ლოგიკას!..
და ისიც ლოგიკურია, რომ სწორედ აღნიშნული ლოგიკის კვაჭი/კაცი უნდა წყვეტდეს მოქალაქეების ბედს გინდ პროკურორის და გინდ მოსამართლის როლით ამ წერასატანილთა ქვეყანაში.“ - დაწერა ნატო ჩხეიძემ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


