კომენტარი
ნატო ჩხეიძე: 26 მაისისადმი მიძღვნილ საზეიმო ვახშამზე დამპატიჟეს მე, რომელმაც 26 მაისის გაუქმება ჯერ კიდევ 15 აპრილს კანონპროექტით მოვითხოვე
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სახელმწიფო მიღებაზე მის მიწვევას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„სერიიდან: ის, რაც ხდება
26 მაისისადმი მიძღვნილ საზეიმო ვახშამზე დამპატიჟეს მე, რომელმაც 26 მაისის გაუქმება ჯერ კიდევ 15 აპრილს კანონპროექტით მოვითხოვე და რაზეც მთავრობის დასკვნა ჯერ არ მოსულა კომიტეტში...
გახარჯავენ ფალსიფიცირებული დაბადების დღისთვის გამოყოფილ 5 მილიონ ლარს, იქეიფებენ მთაწმინდის საბანკეტო დარბაზში და მერე მოიცლიან ალბათ საპასუხოთ.
ისე, ნეტავ რა უნდა მიპასუხონ?
კონსტიტუციაში წერია, ჩვენი ქვეყნის დაბადების დღე 9 აპრილიაო და ესენი კი წელიწადში ორჯერ ზარზეიმით აღნიშნავენ დაბადებას, კანონიერსაც 9 აპრილისას და თავსმოხვეულსასც - 26 მაისს.
როგორც ჩანს, ძალიან უხარიათ და ვერც ერთს ვერ ელევიან.
ორჯერ ქეიფს და ორჯერ ბიუჯეტიდან სახსრების გამოყოფას რა სჯობს?..
ჰოდა, უხარიათ.
უხარიათ კი, მაგრამ მოუწევთ ამ მეორე დღეობის დღის დათმობა.
სხვა რა გზა აქვთ, როცა კონსტიტუციაში მარტო 9 აპრილი წერია, გადაშლი თუ არა, იქვე, პორველივე მუხლში, პირველსავე პუნქტში.
მთავრობის ოფიციალურ შეხედულებას დასკვნის სახით, ოი,.. მაშინვე გაცნობებთ დაინტერესებულ საზოგადოებას.
შეხვედრამდე...“ - დაწერა ნატო ჩხეიძემ.

საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


