მსოფლიო
ნატო ბელარუსის საზღვართან დამრტყმელ უპილოტო საფრენ აპარატებსაც ანთავსებს - ალექსადნრე ლუკაშენკო
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ ნატომ ბელარუსის საზღვართან არა მარტო სამხედრო კონტინგეტი განალაგა, არამედ უპილოტო საფრენი აპარატებიც განათავსა.
ამის შესახებ ლუკაშენკომ მინსკში, ოდკბ-ს წევრი ქვეყნების უსაფრთხოების საბჭოს მდივნებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„მხოლოდ ჯარი რომ იყოს რაღა გვიჭირდა, მაგრამ იქ განთავსებულია თანამედროვე უპილოტო საფრენი აპარატებიც… უზარმაზარი აპარატები, როგორც ნამდვილი თვითმფრინავები. ეს დამრტყმელი უპილოტო აპარატებია. ვის წინააღმდეგ?,“,- განაცხადა ლუკაშენკომ.
მანვე ხაზი გაუსვა, რომ ბელარუსის საზღვართან „ოპერატიულად საჯარისო დანაყოფების რაოდენობა მატულობს, მათ შორის უცხოური ქვეყნების“.
ამასთან, მან ყურადღება შემოდგომაზე დაგეგმილ რუსეთ-ბელარუსის სამხედრო სწავლება „დასავლეთი-2017“,-ზე გაამახვილა.
„ამასობაში ჩვენ გვეუბნებიან: არ უნდა გამართოთო არანაირი სწავლება. არა, სწავლებას გავმართავთ, რადგან არავინ უგულებელყოფს საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებას: არც რუსეთი, არც ბელარუსი, და არც ოდკბ“,-განაცხადა ლუკაშენკომ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


