კომენტარი
ნარმანია კი უგულავას მავნე პრაქტიკას აგრძელებს - ალეკო ელისაშვილი
ყველა პასუხს აგებს იმისთვის, რომ ხალხის ფულს საკუთარი მიზნებისთვის მოიხმარდა, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი, გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დედაქალაქის მერიაში „ქართული ოცნების“ პარტიული აქტივი დასაქმდა.
”ჩვენს ქვეყანაში უკვე ტრადიციად იქცა წინასაარჩევნო მარათონში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. საკრებულოში მერიის მიერ დედაქალაქის ბიუჯეტში კორექტირების შეტანაც სწორედ ამ მანკიერ პრაქტიკას ემსახურება. ისინი ჩვენი ფულით საკუთარი საარჩევნო მიზნებს დააფინანსებენ. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ წინა ხელისუფლების დროს მოქმედი ქალაქის ხელმძღვანელი სწორედ ამ ბრალდებით იჯდა ციხეში. ნარმანია კი უგულავას მავნე პრაქტიკას აგრძელებს. მინდა გულწრფელად ვურჩიო მას, კარგად დააკვირდეს რას აწერს ხელს, იმიტომ, რომ ხალხის ფულის განიავება არავის შერჩება. ადრე თუ გვიან ეს მანკიერი პრაქტიკა დასრულდება და ყველა პასუხს აგებს იმისთვის, რომ ხალხის ფულს საკუთარი მიზნებისთვის მოიხმარდა”, - განაცხადა ელისაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


