კომენტარი
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია წარმოადგენდა ერთ-ერთ საარჩევნო დაპირებას - ალექსანდრე ჯეჯელავა
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია წარმოადგენდა ერთ-ერთ საარჩევნო დაპირებას, ამაზე მუშაობა არ შეწყვეტილა, - განუცხადა ჟურნალისტებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჯგუფ "ბირჟა მაფიის" წევრების საქმეზე საუბრისას.
"ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია წარმოადგენდა ერთ-ერთ საარჩევნო დაპირებას. ამაზე მუშაობა არ შეწყვეტილა. პრემიერის განცხადებამ ხელი შეუწყო იმას, რომ დღის წესრიგში ეს დამდგარიყო უფრო მალე ვიდრე დაგეგმილი იყო", - განაცხადა ჯეჯელავამ.
რაც შეეხება უშუალოდ ბირჟა მაფიის საქმეს, მისი თქმით, ნებისმიერი კანონის დარღვევა ნებისმიერის მხრიდან არის აბსოლუტურად მიუღებელი, ყველა უნდა დაისაჯოს და სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი.
მისივე ინფორმაციით, ,,პროკურატურა გაერკვა საქმის ვითარებაში, როგორც ჩანს, აღმოაჩინეს ახალი გარემოებები.’’
,,რაც შეეხება მართლმსაჯულების მუშაკების მიმართ დამოკიდებულებას, ჩემი აზრით, მათი პატივისცემა არის ნებისმიერი სახელმწიფოს დასაყრდენი", - განაცხადა ჯეჯელავამ.
ჟურნალისტების კითხვაზე, მოახდინა თუ არა ბერა ივანიშვილის განცხადება გავლენა მოსამართლის გადაწყვეტილება, ჯეჯელავამ აღნიშნა, რომ ეს ასე არ არის.
"ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ყველა ჩვენგანი მაშინვე გამოეხმაურა ამ მოვლენებს, თუმცა ვფიქრობ, რომ პრემიერის და მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები წინ უსწრებდა ამ შემთხვევაში ბერას კომენტარს", - განაცხადა ჯეჯელავამ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


