კომენტარი
ნარკოპოლიტიკა უნდა მივიღოთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და არა მისთვის, რომ ვიღაცას გული მოვფხანოთ - დიმიტრი ხუნდაძე
ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა უნდა შეიცვალოს, მაგრამ არა ნარკოტიკების პოპულარიზაციის გზით, - განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, დიმიტრი ხუნდაძემ.
მისი თქმით, პარლამენტმა ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონი ქვეყნის და არა კონკრეტული პირების ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მიიღოს.
„ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა უნდა შეიცვალოს, მაგრამ არა ნარკოტიკების პოპულარიზაციის გზით. ნარკოპოლიტიკა შესაცვლელია, მაგრამ უნდა იყოს მთავარი მიზანი დასახული, რომ მივიღოთ იმდაგვარი სამართლებრივი რეგულაციები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვის შემცირებას და არა გაზრდას. ნარკოპოლიტიკა უნდა მივიღოთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და არა მისთვის, რომ ვიღაცას გული მოვფხანოთ,“ - განაცხადა ხუნდაძემ.
მისივე თქმით, კანონპროექტი პარლამენტში უნდა განიხილებოდეს ყოველგვარი ზეწოლის გარეშე, სხვადასხვა უწყების მონაწილეობით.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


