კომენტარი
ნარკოდანაშაულთან ბრძოლა უნდა წარმოებდეს არა ნარკომომხმარებლების, არამედ ნარკოდისტრიბუტორების მიმართულებით - გიორგი მარგველაშვილი
ნარკოდანაშაულთან ბრძოლა უნდა წარმოებდეს არა ნარკომომხმარებლების მიმართულებით, არამედ ნარკოდისტრიბუტორების მიმართულებით, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალოსტის იმ კითხვის საპასუხოდ, არის თუ არა ბერა ივანიშვილის კლიპები არაფორმალური მმართველობის გამოვლინება.
"ნება მომეცით არ დავიწყო მუსიკალური ნაწარმოებების შეფასება. მარტივად გეტყვით შემდეგ ორ მომენტს: პირველი -არაერთხელ ხაზი გამისვამს იმისთვის, რომ ნარკოპოლიტიკა ქვეყანაში უნდა იყოს ბევრად უფრო ლიბერალური. მეორე- ნარკოდანაშაულთან ბრძოლა უნდა წარმოებდეს არა ნარკომომხმარებლების მიმართულებით, არამედ ნარკოდისტრიბუტორების მიმართულებით. ჩვენ ვნახეთ, რომ დაკავებულია 8 ადამიანი, ნარკორეალიზაციის ბრალდებით. ბრალდების შინაარსი გვესმის ხომ, თუ ეს ბრალდება დამტკიცდა, ისინი არიან ქუჩის დილერები. ამ შემთხვევაშიც და ყველა სხვა შემთხვევაშიც, ნარკოტიკთან ბრძოლა უნდა წარმოებდეს არა დილერიდან მომხმარებელზე, არამედ დილერიდან ორგანიზატორზე, შემომტანზე და ზევით. ეს უნდა იყოს გამოძიების მიმართულება და ასეთ შემთხვევაში ჩვენ რეალურად ნარკოდანაშაულზე გვექნება სერიოზული პასუხი. მესამე - ის რომ ნარკოტიკი არის კატასტროფა და მას მიაქვს ან მყისიერად ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე ან გარკვეული დინამიკით სოციუმს ჩამოაშორებს და ღუპავს ჩვენი მოქალაქეების დიდ ნაწილს, ამას აღიარება სჭირდება ყოველგვარი პოლიტიზაციის გარეშე. ამას სჭირდება კამპანია, რომელიც უნდა წარმოებდეს ნარკოტიკის წინააღმდეგ. კამპანია უნდა აწარმოონ არა ჩემნაირმა ადამიანებმა, არა რაღაც ჯგუფებმა, რომლებსაც არ შეესვლებათ ამ ახალგაზრდობის გულებში იმდენად აქტიურად, არამედ კამპანია უნდა აწარმოონ სწორედ ამ ხელოვნების წარმომადგენლებმა. იმ მუსიკოსებმა, იმ მხატვრებმა, იმ სოციუმმა, რომელიც თანამედროვე ენაზე ლაპარაკობს“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, ამ თვალსაზრისით გამოვლენ ინიციატივით, რომ კლუბური მუსიკის, ელექტრონული მუსიკის - ამ ხელოვნების წარმომადგენლებს მიეცეთ შესაძლებლობა, რომ ანტინარკოტიული კამპანია აწარმოონ.
„რადგან ფაქტი, რომ ნარკოტიკი ცუდია, ყველამ იცის, მაგრამ შენ მათთვის გასაგებ ენაზე, იმ კულტურაში უნდა შეიტანო ეს კამპანია და ამ კამპანიას აწარმოებდნენ ქლაბერები, ის ხალხი ვინც იმ სფეროში ტრიალებს. ეს უნდა იყოს ანტი drug კამპანია, რომელსაც რაღაც ფორმით ჩვენ მივცემთ შესაძლებლობას, რომ განხორციელდეს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


