მსოფლიო
ნამდვილი ტერაქტი, როგორც ბესლანში - თვითმხილველთა ინფორმაციით, ქერჩის კოლეჯში აფეთქების შემდეგ სროლის ხმა ისმოდა
ნაციონალური ანტიტეროსტული კომიტეტის განცხადებით, ყირიმის ნახევარკუნძულზე, ქალაქ ქერჩის პოლიტექნიკურ კოლეჯში დაუდგენელი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, „განიხილება ტერაქტის ვერსია“.
ტელეარხი „360“ თვითმხილველთა დაყრდნობით იუწყება, რომ ვიღაც პირმა ტექნიკუმის პირველ სართულზე ბოთლი ისროლა, რის შემდეგ მოხდა აფეთქება. კოლეჯის დირექტორის ოლგა გრებენიკოვას თქმით, მეორე სართულზე „ავტომატებით დარბოდნენ, აღებდნენ კაბინეტებს და კლავდნენ ყველას, ვისაც კი პოულობდნენ“. მისივე თქმით, ეს იყო „ნამდვილი ტერაქტი, როგორც ბესლანში“.
„უამრავი გვამია. უამრავი ბავშვის გვამია. ნამდვილი ტერაქტია“, - თქვა კოლეჯის დირექტორმა.
ერთ-ერთმა თვითმხილველმა Business FM-ს განუცხადა, რომ სასწავლებელთან ახლომდებარე სახელოსნოდან გამოსვლისას მან კოლეჯიდან სროლის ხმა გაიგო.
თავდაპირველად ვრცელდებოდა ვერსია გაზის აფეთქების შესახებ.
ბოლო ინფორმაციით, ქერჩის კოლეჯში მომხდარი აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 50 დაშავდა.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


