მსოფლიო
ნადეჟდა სავჩენკო სახელმწიფო გადატრილების მცდელობაშია ეჭვმიტანილი
რადას დეპუტატი და უკრაინის ეროვნული გმირი ნადეჟდა სავჩენკო სახელმწიფო გადატრიელების მცდელობაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ ფრაქცია „სახალხო ფრონტის“ დეპუტატმა, შს მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა.
გერაჩენკოს თქმით, გენერალურ პროკურატურას საკმარისი საფუძველი აქვს იმისთვის, რომ სავჩენკოს ბრალი წაუყენოს. ის ამბობს რომ სავჩენკო გასულ წელს სამხედრო ნაწილებში დადიოდა და აგიტაციით იყო დაკავებული. გერასჩენკო იმ გავლნაზეც საუბრობს, რაც რუსულმა მედიამ და სპეცსმსაუხრებმა სავჩენკოზე რუსეთის ციხეში ჯდომისას მოახდინეს.
გერაშენკო აცხადებს, რომ თუ სავჩენკოსთან დაკავშირებით ბრალდებები დადასტურდება, მას, შესაძლოა, უკრაინის პრეზიდენტმა „ეროვნული გმირის“ წოდება ჩამოართვას.
შეგახსენებთ, რომ 8 მარტს უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიას- ბახმუტსა და ოკუპირებულ გორლოვკას შორის იარაღის არსენალთან ერთად „ტყვეების გაცვლის ცენტრის“ ოფიცერთა კორპუსის ხელმძღვანელი ვლადიმირ რუბინი დააკავეს. ის სამთავრობო კვარტალში ტერაქტის და ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე თავდასხმების მომზადებაშია ეჭვმიტანილი. რუბანი ბრალდებას უარყოფს.
ანტონ გერაშჩენკომ ნადეჟდა სავჩენკოსა და მისი თანაშემწე ოლეგ მეზემცევის ეჭვმიტანილობაზე განცხადება სწორედ რუბანის საქმესთან კავშირში გააკეთა.
ნადეჟდა სავჩენკო უკრაინაში გუშინ დაბრუნდა, დღეს კი უკრაინის უშიშროებიოს სამსახურში დაკითხვაზე წავიდა. მანამდე დეპუტატმა ბრიფინგი გამართა,თუმცა მის მიმართ წაყენებულ ბრალდებაზე დეტალურად არ უსაუბრია. ბრიფინგზე სავჩენკომ უკრაინის ხელისუფლება ყირიმის ჩაბარებაში და ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით, რუსეთთან ფარულ მოლაპარაკებებში ამხილა.
ნადეჟდა სავჩენკო,რუსეთში დონბასში ჟურნალისტების მკვლელობისთვის იყო გაასამართლებული,თუმცა შემდეგ ის საპატიმროდან ვლადიმერ პუტინის მხრიდან შეწყალების საფუძველზე გათავისუფლდა.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


