კომენტარი
მზია ამაღლობელის საქმე სიმბოლოა დღევანდელი რეპრესიების, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში - ჟან კაველიე
მზია ამაღლობელის საქმე სიმბოლოა დღევანდელი რეპრესიების, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში, - განაცხადა ორგანიზაციის - “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის ხელმძღვანელმა, ჟან კაველიემ Civil.ge-სთან საუბრისას.
„მზია ამაღლობელი, ცნობილი და პატივსაცემი ჟურნალისტი, ციხეშია. მისი საქმე სიმბოლოა დღევანდელი რეპრესიების, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში — ქვეყანაში, რომელიც ერთ დროს კავკასიის რეგიონში დემოკრატიის შუქურად ითვლებოდა.
პოლიციის უფროსისთვის დაძაბულობაში რეფლექსური სილის გაწვნის მიღმა, მას უფრო მკაცრად ექცევიან პროფესიის გამო. არ განიხილება ის ფაქტი, რომ მისი ქმედება იყო პასუხი პროვოკაციაზე. ის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს საზოგადოებისთვის, თუმცა მაინც წინასასამართლო პატიმრობაში რჩება, მიუხედავად იმისა, რომ შიმშილობის გამო უკვე მნიშვნელოვნადაა დასუსტებული“, — განაცხადა ჟან კაველიემ.
შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მედიის თავისუფლების ახალი ინდექსი გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, საქართველო მედიის საერთაშორისო რეიტინგებში ერთ წელში 11 პოზიციით ჩამოქვეითდა.
ირკვევა, რომ საქართველომ 103-დან 114-ე ადგილზე გადაინაცვლა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


