კომენტარი
მზად ვარ, ნებისმიერ დროს გავიარო ნარკოშემოწმება - კახა კალაძე
ანტინარკოტიკული კანონმდებლობის გამკაცრება მიზნად ისახავს ნარკოტიკული საშუალებებისადმი საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლას და ადამიანების დახმარებას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღეს მედიასთან ისაუბრა.
„ამ მიმართულებით არსებობს გამოწვევები. გვინდა, ადამიანებს დავეხმაროთ, სწორედ ეს არის ანტინარკოტიკული კანონმდებლობის გამკაცრების მიზანი. გვინდა, ხელი შევუწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და პოპულარიზაციას, დავეხმაროთ ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს, მხარში ამოვუდგეთ მათ და, ზოგადად, გვინდა, შეიცვალოს საზოგადოებაში დამოკიდებულება ნარკოტიკებისადმი“, – განაცხადა თბილისის მერმა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, მზად არის თუ არა თავად გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება, როგორც ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ მოუწოდა მმართველი გუნდის წარმომადგენლებს, კახა კალაძემ განაცხადა: „ნებისმიერ დროს მზად ვარ, თუმცა საბა ბუაძესთან დაკავშირებით მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს“.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


