კომენტარი
მზად ვარ გარეჯის თემაზე მოლაპარაკებებში ვიყო შუამავალი, მონაწილე და გადავწყვიტო ეს საკითხი - მიხეილ სააკაშვილი
საქრთველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მზადაა დავით გარეჯის საკითხზე საქართველოსა და აზერბაიჯანის შორის მოლაპარაკებებში ჩაერთოს. ამის შესახებ მან ფეისბუქმიმართვისას ისაუბრა.
"ახლა ერთადერთი გამოსავალი არის სწრაფი მოლაპარაკებები. ამ მთავრობის პირობებშიც მზად ვარ ჩავერთო მოლაპარაკებებში იმიტომ, რომ, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანში მე მყავს ჩემი კავშირები. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის ჩვეულებრივი შნირების მთავრობაა, მზად ვარ გარეჯის თემაზე მოლაპარაკებებში ვიყო შუამავალი, მონაწილე და გადავწყვიტო ეს საკითხი, ჩემი თანამდებობის არ ქონის პირობებშიც კი", — განაცხადა მიხეილ სააკაშვილი.
სააკაშვილი ამბობს, რომ მისი მმართველობის დროს საქართველო-აზერბაიჯანს მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, ხოლო ბიძინა ივანიშვილმა თავისი მოქმედებებით ეს ურთიერთობები გააფუჭა.
"ძალიან სპეციფიკური ქვეყანაა ჩვენი მეზობელი. როდესაც მე ვიყავი პრეზიდენტი, ჩემს მთავრობას აზერბაიჯანთან გვქონდა ძმური, მჭიდრო ურთიერთობები. იცით რატომ? იმიტომ, რომ არასდროს არაფერს არ ვთხოვდით საკუთარ ჯიბეში და ყველაფერს ვითხოვდით საკუთარი ხალხისთვის. უჩა მამაცაშვილი და ბიძინა ივანიშვილი სთხოვენ ყველაფერზე აზერბაიჯანელებს ფულს, ყველაფერზე სთხოვენ ე.წ. ატკატს და ფულს. ეს ყველაფერი ჭორების დონეზე კი არ ვიცი, ეს ვიცი ზუსტად. როდესაც შენს მეზობელს სთხოვ ფულს ჯიბეში, არ გაგიკვირდეს, რომ ის აკეთებს ყველაფერ იმას, რაც მოეხასიათება და არაფრად აგდებს შენს ინტერესებს", — განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


